აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 07-რს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 01/07/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 09/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010010010.30.060.016106
07-რს
01/07/2026
ვებგვერდი, 06/07/2026
010010010.30.060.016106
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

კანონი

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში (აფხაზეთის ხმა, N27, 06.07.2001წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უმაღლესი საბჭო 5 წლის ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს.“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზებისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით იქმნება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობაში შედიან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები.“.

4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს სხდომას წარმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ ინიციატორის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.“.


მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 9 სექტემბრიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე

 

 

1 ივლისი 2026 წ.

ქ. თბილისი

N07-რს