დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებების განსაზღვრისა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 297 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025846 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებების განსაზღვრისა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებების განსაზღვრისა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის №302 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2025, 040030000.10.003.025194) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლის:
1. მე-2 პუნქტის: ა) 2.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობების ნაწილობრივი რეაბილიტაცია, რეაბილიტაციასთან დაკავშირებული თანმდევი მომსახურებების ჩათვლით (პროექტირება, ტექნიკური ზედამხედველობა, ექსპერტიზა).“; ბ) 2.10 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.10. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გაზიფიცირების, ელექტროენერგიის მიწოდებისა და წყალმომარაგების მიზნით, ახალ აბონენტებად რეგისტრაციასთან, ხოლო, აბონენტებად უკვე რეგისტრირებული აღნიშნული დაწესებულებების შემთხვევაში, მითითებულ კომუნალურ მომსახურებებზე სიმძლავრეების გაზრდის მიზნით, დაკავშირებული საჭიროებების უზრუნველყოფა, ასევე, საწვავის, ბრიკეტებისა და შეშის შესყიდვა.“. 2. მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2.11 ქვეპუნქტი: „2.11. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სარგებლობაში არსებული ტერიტორიის/ეზოს კეთილმოწყობა, მათ შორის: ეზოების რეაბილიტაცია, ღობის მოწყობა, დამხმარე შენობა-ნაგებობის განთავსება და სხვა შესაბამისი სამუშაოები თანმდევი მომსახურებების ჩათვლით (პროექტირება, ტექნიკური ზედამხედველობა, ექსპერტიზა).“. 3. მე-3 პუნქტის: ა) 3.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ახალი შენობის მშენებლობა და აღნიშნული დაწესებულების სარგებლობაში არსებული ტერიტორიის/ეზოს კეთილმოწყობა, მათ შორის: ეზოების რეაბილიტაცია, ღობის მოწყობა, დამხმარე შენობა-ნაგებობის განთავსება და სხვა შესაბამისი სამუშაოები თანმდევი მომსახურებების ჩათვლით (პროექტირება, ტექნიკური ზედამხედველობა, ექსპერტიზა).“; ბ) მე-3 პუნქტის 3.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობის სრული რეაბილიტაცია და აღნიშნული დაწესებულების სარგებლობაში არსებული ტერიტორიის/ეზოს კეთილმოწყობა, მათ შორის: ეზოების რეაბილიტაცია, ღობის მოწყობა, დამხმარე შენობა-ნაგებობის განთავსება და სხვა შესაბამისი სამუშაოები, რეაბილიტაციასთან დაკავშირებული თანმდევი მომსახურებების ჩათვლით (პროექტირება, ტექნიკური ზედამხედველობა, ექსპერტიზა).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები