დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 294 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.025843 |
|
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-4 მუხლის: ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებმა, რომლებშიც სახელმწიფოს საკუთრებაში აქვს 50%-ზე მეტი წილი, 2014 წლის 30 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებისა და მათი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა 2016 წლის 15 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან − სააგენტოს მიაწოდონ (წვდომადი გახადონ) განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მათ ორგანიზაციებში დასაქმებული იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ (პირადი ნომრების მითითებით), რომლებიც ამავე ორგანიზაციების მიერ არიან დაზღვეულნი საბიუჯეტო სახსრებით, გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში მომუშავე საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრებისა, რომელთა სადაზღვევო ხელშეკრულებები მოქმედებს მხოლოდ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე. საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეულ პირებზე არ ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, გარდა დანართ №1-ის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტითა და 23-ე მუხლის 51-ე პუნქტით, დანართ №1.5-ის პირველი პუნქტით, დანართ №1.7-ით, დანართ №1.9-ით, დანართ №1.10-ით, დანართ №1.11-ით, დანართ №1.12-ით, დანართ №1.13-ითა და დანართ №1.15-ით გათვალისწინებული მომსახურებისა, ასევე დანართ №1.6-ის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა და ასევე დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.გ.ბ“ ქვეპუნქტით, დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.გ.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.გ.ბ“ ქვეპუნქტებითა და დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო (მათ შორის, დანართ №1.16-ით შესყიდული) მედიკამენტებით უზრუნველყოფისა. განმახორციელებელი ვალდებულია, ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეწყვიტოს პროგრამული მომსახურების მიწოდების ვალდებულება, გარდა ამავე მუხლის „თ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებმა, რომლებშიც ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს/ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში აქვთ/აქვს 50%-ზე მეტი წილი, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 30 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს – ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდონ (წვდომადი გახადონ) განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მათ ორგანიზაციებში დასაქმებული იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ (პირადი ნომრების მითითებით), რომლებიც იმავე ორგანიზაციების მიერ არიან დაზღვეულნი საბიუჯეტო სახსრებით. საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეულ პირებზე არ ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, გარდა დანართ №1-ის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტითა და 23-ე მუხლის 51-ე პუნქტით, დანართ №1.5-ის პირველი პუნქტით, დანართ №1.7-ით, დანართ №1.9-ით, დანართ №1.10-ით, დანართ №1.11-ით, დანართ №1.12-ით, დანართ №1.13-ითა და დანართ №1.15-ით გათვალისწინებული მომსახურებისა, ასევე დანართ №1.6-ის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა და ასევე დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.გ.ბ“ ქვეპუნქტით, დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.გ.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.გ.ბ“ ქვეპუნქტებითა და დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო (მათ შორის, დანართ №1.16-ით შესყიდული) მედიკამენტებით უზრუნველყოფისა. განმახორციელებელი ვალდებულია, ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეწყვიტოს პროგრამული მომსახურების მიწოდების ვალდებულება;“; გ) „ი4“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი5“ ქვეპუნქტი: „ი5) „ცოფის პრევენციის მიზნით 2024 − 2028 წლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 4 ივნისის №761 განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ.მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლის 20 ივნისამდე და შემდეგ ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს სააგენტოს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები, წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს ცოფის ექსპოზიციაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი თანამშრომლების განახლებული სია, რომლებიც ექვემდებარებიან პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკის (სამედიცინო მომსახურების ჩათვლით) ჩატარებას, შეთანხმებული ფორმატით;“. 2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“): ა) მე-2 მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული პირებისა, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით (აღნიშნული პირობა არ ეხება №1 დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებითა და ამ მუხლის 312 პუნქტით განსაზღვრულ პირებს), თუ პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“; ა.ბ) 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „33. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართებით: №1.1-ით (გარდა პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტისა და ასევე „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ონკოლოგიური ქირურგიული მომსახურებისა), №1.3-ითა (გარდა პირველი პუნქტის „გ.გ“ და მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტებისა და ასევე პირველი პუნქტის „გ.ა.ბ“ და „გ.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ონკოლოგიური ქირურგიული მომსახურებისა) და №1.4-ით (გარდა პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტისა და ასევე „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ონკოლოგიური ქირურგიული მომსახურებისა) განსაზღვრული პირობებით ვერ ისარგებლებენ პირები, რომელთა წლიური შემოსავალი ამავე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 21-ე მუხლის 11 და 15 პუნქტების შესაბამისად არის 40 000 ლარი და მეტი, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტითა (საპენსიო ასაკი) და 312 პუნქტით განსაზღვრული პირებისა და ასევე დანართ №1.6-ის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.“; ა.გ) 311 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 312 პუნქტი: „312. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით, დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „ბ.ზ“ და მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტებით, დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ცოფის პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკისა და მასთან დაკავშირებული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების (მათ შორის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული სპეციფიკური შრატებითა და ვაქცინებით მომსახურების უზრუნველყოფა) მოსარგებლეები დამატებით არიან დადგენილების მე-4 მუხლის „ი5“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, სადაზღვევო სქემაში ჩართვისა და შემოსავლების მიუხედავად.“; ბ) 21-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) ამ დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის 312 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის ცოფის პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა და მასთან დაკავშირებული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული სპეციფიკური შრატებითა და ვაქცინებით მომსახურების უზრუნველყოფა), მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები