დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 აპრილის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 293 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.10.003.025842 |
|
„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 აპრილის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 აპრილის №120 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/04/2024, 120340000.10.003.024513) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის“:
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11-მე-12 პუნქტები: „11. პირი, მათ შორის, 27 წელს მიღწეული პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, შეიძლება, საკუთარი სურვილით, პირადი განცხადების საფუძველზე, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში იქნეს გადაყვანილი. ამასთან, თუ პირის პირველადი სამედიცინო შემოწმებიდან გასულია 6 თვე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანამდე, სახელმწიფო კომისია სათანადო მასალებს უგზავნის გამწვევ კომისიას და პირი ექვემდებარება მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ განმეორებითი სამედიცინო შემოწმების გავლას. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების/ ექსპერტიზის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის №37 ბრძანებით დამტკიცებული დაავადებების/ტრავმების ნუსხით. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ პირის პირველადი სამედიცინო შემოწმებიდან გასულია 6 თვე, პირმა გაიარა მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის განმეორებითი შემოწმება და შემოწმების გავლის შემდეგ: ა) შესაბამისია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისათვის, გამწვევი კომისია სათანადო მასალებს უგზავნის სახელმწიფო კომისიას, პირის განცხადების განხილვის გაგრძელებისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ბ) შეუსაბამოა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისათვის, გამწვევი კომისია ინფორმაციას უგზავნის სახელმწიფო კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს პირის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან ვადამდე დათხოვნისა და ამ სამსახურის რეზერვში ჩარიცხვისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას; გ) დროებით შეუსაბამოა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისათვის, გამწვევი კომისია სათანადო მასალებს უგზავნის სახელმწიფო კომისიას, პირის განცხადების განხილვის გაგრძელებისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“. 2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირი, რომელმაც დაამთავრა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური (დაასრულა მისი გავლის ვადა) ან ვადამდე იქნა დათხოვნილი ამ სამსახურიდან, ჩაირიცხება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში 60 წლის ასაკამდე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები