სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმის და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • Word
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმის და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 15/02/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.035.009.990
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
47/ნ
15/02/2007
სსმ, 21, 15/02/2007
280.120.000.22.035.009.990
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმის და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (15/02/2007 - 27/06/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.035.009.990

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №47/ნ

2007 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმის და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილების მე-2 პუნქტის ,,დ.გ.“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ ინსტრუქცია თანდართულ ფორმებთან ერთად (დანართი №1).

2. დამტკიცდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმა (დანართი №2).

3. სსიპ _ სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული ფორმის დამზადება უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

ლ. ჭიპაშვილი

დანართი №1

ინსტრუქცია

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ

    მუხლი 1

1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილების შესაბამისად და განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში  რეგისტრირებულ ოჯახთა მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შესახებ განაცხადის მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების წესსა და პირობებს.

2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო;

ბ) განყოფილება – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ტერიტორიული ერთეული;

გ) მონაცემთა ბაზა – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა;

დ) ოჯახი – მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (საცხოვრებელი ადგილის ერთობლივი გამოყენება, მისი მოვლა-პატრონობა, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებების მოპოვება და ამ საშუალებების ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილება). ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი;

ე) განმეორებითი შეფასების განაცხადი – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადი;

ვ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ოჯახის ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი (წარმომადგენელი), რომელიც არ არის ოჯახის წევრი.

3. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში“.

    მუხლი 2

1. ოჯახმა, რომლის რეგისტრაციიდან გასულია ერთი წელი და რომელიც მიიჩნევს, რომ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (მინიჭებული სარეიტინგო ქულა) საჭიროებს გადამოწმებას (დაზუსტებას), უნდა შეავსოს განმეორებითი შეფასების განაცხადი.

2. განმეორებითი შეფასების განაცხადს ავსებს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

3. განმეორებითი შეფასების განაცხადის შევსება ხდება განაცხადის ფორმის სათანადო გრაფაში შესაბამისი მონაცემების ჩაწერით. ჩანაწერი კეთდება კალმით, გარკვეული ხელწერით.

4. შევსებას ექვემდებარება განაცხადის ყველა შესაბამისი გრაფა.

5. განაცხადის იმ ნაწილში, სადაც მოცემულია კვადრატული გრაფები, შეტანილ უნდა იქნეს შესაბამისი ციფრები.

 

მაგ.:

 

0

1

0

1

0

1

0

1

0

1

0

1

ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი

 

 

0

1

0

1

0

1

0

1

0

1

0

პირადი ნომერი

 

    მუხლი 3

1. შევსებული განმეორებითი შეფასების განაცხადი უნდა ჩაბარდეს სააგენტოს განყოფილებას, ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მიხედით.

2. განყოფილება უფლებამოსილია, არ მიიღოს არასრულყოფილად შევსებული განაცხადი.

3. არასრულყოფილია განაცხადი, თუ გამოტოვებულია სავალდებულო შევსებას დაქვემდებარებული გრაფა, კერძოდ, არ არის მითითებული:

ა) ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი ან/და პირადი ნომერი;

გ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი.

4. არასრულყოფილად შევსებული განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში განყოფილების პასუხისმგებელი პირი ვალდებულია წარმომდგენს დაუბრუნოს განაცხადი და მისცეს განაცხადის სრულყოფილად შევსებისათვის საჭირო ახსნა-განმარტებები.

    მუხლი 4

1. სრულყოფილად შევსებულ განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმას განყოფილების პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს სპეციალურ ჟურნალში (ფორმა №1) და ანიჭებს ნომერს.

2. განმეორებითი შეფასების განაცხადზე მითითებულ უნდა იქნეს აღრიცხვის ჟურნალის მიხედვით განაცხადისათვის მინიჭებული რიგითი ნომერი.

3. ჟურნალში განაცხადის აღრიცხვა წარმოებს უწყვეტი ნუმერაციით, არაბული ციფრებით. დაუშვებელია ერთი და იმავე ნომრის მინიჭება სხვადასხვა განაცხადისათვის.

4. ჟურნალში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:

ა) განაცხადის რიგითი ნომერი;

ბ) განაცხადში მითითებული ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი;

გ) განაცხადის შემომტანი ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი და გვარი;

დ) განაცხადის ჩაბარების თარიღი (დღე, თვე, წელი);

ე) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერა.

5. განაცხადის ჩაბარებისა და ჟურნალში ხელმოწერის შემდეგ ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელზე გაიცემა განაცხადის განყოფილებაში ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა (ფორმა №2), რომელშიც აღინიშნება განაცხადის ჩაბარების თარიღი, განაცხადის ნომერი, განაცხადის მიმღები პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი და განაცხადის მიმღები განყოფილების დასახელება.

    მუხლი 5

1. სააგენტო უზრუნველყოფს შემოსული განაცხადების დამუშავებას, რაც გულისხმობს მასში შეტანილი მონაცემების შესწავლას, უტყუარობისა და სიზუსტის დადგენასა და ოჯახის შესახებ საჭირო ინფორმაციის მოპოვება/დადგენას.

2. განაცხადის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) განაცხადით მოთხოვნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შესახებ;

ბ) განაცხადით მოთხოვნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებაზე უარის თქმის შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად.

    მუხლი 6

ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შესახებ განაცხადის ფორმა ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 5 (ხუთი) წლისა.

    მუხლი 7

წინამდებარე ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ფორმა N 1

აღრიცხვის ჟურნალი

 

N

ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი

უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი

განმაორებითი შეფასების განაცხადის ჩაბარების თარიღი

ხელმოწერა

 

_________________

 

  ______  ______  ___________

   რიცხვი   თვე      წელი

 

 

_________________

 

   ______  ______  ___________

   რიცხვი   თვე      წელი

 

 

_________________

 

  ______  ______  ___________

   რიცხვი   თვე      წელი

 

 

_________________

 

  ______  ______  ___________

   რიცხვი   თვე      წელი

 

 

                                                                                  ფორმა N 2

 

ცნობა

განმეორებითი შეფასების განაცხადის

ჩაბარების შესახებ

 

განაცხადის N ___________________________________________________

                                                     სააღრიცხვო ჟურნალის ნომერი

განაცხადის ჩაბარების თარიღი _____________________________________

                                                                                      რიცხვი, თვე, წელი

განყოფილების დასახელება ________________________________________

__________________________________________________________________

განაცხადი ჩავიბარე: ______________________________________________

                                                  განყოფილების პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი

 

 

 


დანართი №3