დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-308 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.22.023.017005 |
|
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 13/05/2013, 360050000.22.023.016137) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-2 მუხლის: ა) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი: ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის №271);“; ბ) „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ“ ქვეპუნქტი: „ჭ) ცივ-გომბორის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია.“. 3. დებულების მე-3 მუხლის: ა) მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას;“; ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მართავს: ა) კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალს; ბ) კინტრიშის ეროვნულ პარკს; გ) ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალს; დ) ქობულეთის აღკვეთილს.“; გ) მე-18 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-ე პუნქტი: „31. ცივ-გომბორის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მართავს: ა) ცივ-გომბორის ეროვნულ პარკს; ბ) სიღნაღის აღკვეთილს.“. |
| მუხლი 2 |
1. ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი და მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის პირველი აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები