დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-309 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.22.023.017006 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
მუხლი 1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში (ვებგვერდი, 28/11/2019; სარეგისტრაციო კოდი: 360050000.22.023.016605) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების: |
1. მე-3 მუხლის:
ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების, სივრცითი დაგეგმვისა და მართვის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია; ვ) მონიტორინგის და სამეცნიერო კვლევის ორგანიზება, დაკვირვების მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა, მართვის სტანდარტული მიდგომა/ანალიზი და გავრცელება საერთაშორისო პრაქტკის გათვალისწინებით (ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) პრაქტიკის გათვალისწინებით);“; ბ) ,,მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება (საგანმანათლებლო, ტურიზმის, სამეცნიერო და სხვა პროგრამები); ნ) ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობა და ასეთი საქმიანობის ხელშეწყობა, ორგანიზება;“. 2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. სააგენტოს მართვა და წარმომადგენლობა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. სააგენტოს თავმჯდომარე: ა) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სააგენტოს მართვას, სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინაციას და წარმოადგენს სააგენტოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას; ბ) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის; გ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, ახდენს უფლებამოსილებათა დელეგირებას; დ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) ამ დებულების მე-11 მუხლით განსაზღვრული სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელის ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილია დააკისროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოვალეობების შესრულება სააგენტოს თანამშრომელს და განუსაზღვროს მას ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო; ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს; თ) განსაზღვრავს/გამოიყენებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ზომებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული დანამატის ოდენობას; ი) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; კ) აუქმებს სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ხელმძღვანელების არამართლზომიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს კონტაქტებს და დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე; მ) განსაზღვრავს სააგენტოს სამოქმედო გეგმას და პრიორიტეტებს; ნ) კონტროლს უწევს სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების და სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას. ორგანიზებას უწევს მათ მჭიდრო თანამშრომლობას და შეთანხმებულ ქმედებას; ო) ამტკიცებს სააგენტოს საქმისწარმოების წესს, ეთიკის კოდექსს და შინაგანაწესს; პ) ამტკიცებს სააგენტოს თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებს; ჟ) ახორციელებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც მას ეკისრება ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით; რ) უფლებამოსილია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დამატებითი/დეტალური რეგულაციის საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაამტკიცოს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელი წესი/წესები, რომლებიც არ იქნება წინააღმდეგობაში საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან; ს) უფლებამოსილია, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი ქმედებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად შექმნას სამუშაო ჯგუფები/კომისიები ან/და სხვა საკონსულტაციო ორგანოები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დაამტკიცოს მათი საქმიანობის წესი; ტ) უფლებამოსილია ქვეყნის ფარგლებს შიგნით სამსახურებრივი მივლინების დროს ხელი მოაწეროს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს, ხელშეკრულებებსა და სხვა სახის დოკუმენტაციას; უ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო შეხვედრებსა და სემინარებში. 3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე, მინისტრთან შეთანხმებით. 4. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო ნუსხით. 5. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეების ფუნქციებს განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე. 6. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეების არყოფნის დროს მის/მათ მოვალეობას ასრულებს/ასრულებენ თავმჯდომარის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააგენტოს თანამშრომელი/თანამშრომლები. თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ახორციელებს თავმჯდომარის ყველა უფლებამოსილებას. 7. თავმჯდომარე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის კანონიერებაზე.“. 3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,,მუხლი 11. სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტურქტურა 1. სააგენტოს ცენტრალური აპრატი შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების – დეპარტამენტებისა და სამსახურებისგან. 2. სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის დეპარტამენტი: ა.ა) ბიომრავალფეროვნების სამმართველო; ა.ბ) ტყისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამმართველო; ბ) ინსპექტირების დეპარტამენტი: ბ.ა) ელექტრონული მართვის სამმართველო; ბ.ბ) ინსპექტირებისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველო; გ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი: გ.ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო; გ.ბ) საქმისწარმოების სამმართველო; დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი: დ.ა) ტრანსპორტის სამმართველო; დ.ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო; ე) საფინანსო დეპარტამენტი: ე.ა) საბიუჯეტო სამმართველო; ე.ბ) საბუღალტრო სამმართველო; ვ) სტრატეგიული კოორდინაციისა და ანალიტიკის სამსახური; ზ) პროექტების მართვის სამსახური; თ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური; ი) სერვისების განვითარების სამსახური; კ) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; ლ) იურიდიული სამსახური; მ) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახური; ნ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური. 3. სააგენტოს ცენტრალური აპარატის ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციას წარმოადგენს: ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანად განსახორციელებლად სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობა; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დამუშავებული/წარმოებული ინფორმაციის მიწოდება სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისათვის; გ) საქართველოს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციებზე დროული რეაგირება; დ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ცენტრალური აპარატის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების და დაინტერესებული პირების ინფორმირება, შესაბამის საკითხებზე კონსულტაციების გაწევა; ე) კომპეტენციას ფარგლებში საკუთარი საქმიანობის ანალიზი, საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისა და ეფექტიანობის გაზრდისთვის წინადადებების შემუშავება; ვ) კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების შესრულება; თ) ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას; ი) სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესასყიდი საქონელის/მომსახურების ტექნიკური დავალების მომზადებაში მონაწილეობა; კ) კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივ და საერთაშორისო შეხვედრებსა და სემინარებში მონაწილეობა; ლ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება.“. 4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები 1. სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები განისაზღვრება ამ მუხლით და ამ დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით. 2. ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის დეპარტამენტი: ა) ბიომრავალფეროვნების სამმართველოს ფუნქციებია: ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სისტემის მართვაში მონაწილეობა; ა.ბ) დაცული ტერიტორიების დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობა, ასევე რეკომენდაციების შემუშავება; ბიომრავალფეროვნების დაცვის (გარდა ფიზიკური დაცვისა), მონიტორინგის, აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა, შესაბამისი კონსულტაციების გაწევა; ა.გ) ბიომრავალფეროვნების დაცვის, მონიტორინგისა და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა, შესაბამისი კონსულტაციების გაწევა; ა.დ) დაცულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია და საველე კვლევა-მონიტორინგის ანგარიშების შემუშავება/ანალიზი; ა.ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის გეგმებისა და ანგარიშების განხილვა, შეფასება/ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება; ა.ვ) ბიომრავალფეროვნების კონსერვაციული გეგმების ცალკეული კომპონენტების დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება; ა.ზ) სამინისტროსა და სააგენტოს ინიციატივით სხვადასხვა კონსერვაციული გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება, მათში მონაწილეობის მიღება და კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობა; ა.თ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული დაცული ტერიტორიებისთვის ეკოლოგიური და სხვა პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა; ა.ი) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების თემატური პროგრამების შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგისა და ანგარიშგების პროცესში მონაწილეობა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ა.კ) ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა საქმიანობის ზოგადი კოორდინაცია, რომლებიც ჩართულები არიან ბიომრავალფეროვნების კვლევა-მონიტორინგსა და კონსერვაციულ ღონისძიებებში; ა.ლ) ბიომრავალფეროვნების კვლევა-მონიტორინგსა და კონსერვაციულ ღონისძიებებში ჩართული ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა საქმიანობის ზოგადი კოორდინაცია; ა.მ) ბიომრავალფეროვნების კვლევა-მონიტორინგის ერთიანი სისტემის შემუშავებისა და ფუნქციონირების კოორდინაცია; ა.ნ) კომპეტენციის ფარგლებში ბიომონიტორინგის თანამედროვე სისტემების (ფოტომახეები, დრონები), ასევე სმარტპროგრამების ფუნქციონირების კოორდინაციაში მონაწილეობა და ანალიზი; ა.ო) დაცული ტერიტორიების ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნების საერთო მონაცემთა ბაზის შექმნის კოორდინაცია (მათ შორის, იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი, მოწყვლადი და „წითელი ნუსხის“ სახეობების შესახებ); ა.პ) სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციებისა და ბიომრავალფეროვნების სამმართველოს შესაბამისი თანამშრომლების საველე კვლევა-მონიტორინგის საქმიანობაში ჩართვა და კოორდინაცია; ა.ჟ) რეინტროდუქციის პროექტების, პროგრამების და/ან ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა და ასევე მათი კორდინაცია; ა.რ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მართვაში ჩართულ სამთავრობო უწყებებთან, აკადემიურ/საკონსულტაციო ჯგუფებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა; ა.ს) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მიერ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების შემუშავებასა და გაფორმებაში მონაწილეობა; ა.ტ) კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო პროგრამების ცალკეული პროექტების დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშების მომზადება; ა.უ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტაციის განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ა.ფ) დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების შესახებ ინფორმაციის მომზადება, სისტემატიზაცია და ანალიზი; ა.ქ) დაცული ტერიტორიების თემატიკით ეკოსაგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, დანერგვა და განხორციელება; ა.ღ) კომპეტენციის ფარგლებში დაცულ ტერიტორიებზე საგანმანათლებლო საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობა და კორდინაცია; ა.ყ) გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო/საინტერპრეტაციო მასალების, მათ შორის ეკოსაგანმანათლებლო ბილიკების საინფორმაციო დაფებისთვის საცნობარო ბროშურებისა და სხვა სახის საინფორმაციო მასალების მომზადება და კოორდინაცია; ა.შ) საგანმანათლებლო/საინტერპრეტაციო და ვიზიტორებთან კომუნიკაციაში ჩართული ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა საქმიანობის ზოგადი კოორდინირება; ა.ჩ) ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებების სტატისტიკის წარმოება და ანალიზი; ა.ც) დაცული ტერიტორიების დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობა; ა.ძ) რეკომენდაციების შემუშავება დაცული ტერიტორიების მართვასთან დაკავშირებით; ბ) ტყისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამმართველოს ფუნქციებია: ბ.ა) დაცული ტერიტორიების ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის დაგეგმვა, მართვა და მართვის კოორდინაცია; ბ.ბ) დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული ტყეების დაცვა-შენარჩუნების მიზნით, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭირო სამეცნიერო კვლევების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი; ბ.გ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის გეგმებისა და ანგარიშების განხილვა, შეფასება, ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება; ბ.დ) ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების ბუნებრივი რესურსების მართვაში ჩართულ თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინირება; ბ.ე) დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტყეებისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ბ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმებით განსაზღვრული, ტყისა და სხვა ბუნებრივი რესურსების მართვასთან დაკავშირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავება/შესრულებაში მონაწილეობა და კოორდინაცია; ბ.ზ) ტყისა და ბუნებრივი რესურსების მართვაში ჩართულ სამთავრობო უწყებებთან, აკადემიურ/საკონსულტაციო ჯგუფებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია, თანამშრომლობა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების შემუშავება/გაფორმებაში მონაწილეობა; ბ.თ) ტყის ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის პროცესების კოორდინაცია; ბ.ი) დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტყეებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის ტრადიციული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის დამუშავების მონიტორინგი; ბ.კ) მერქნული და ტყის სხვა რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და სისტემის მასშტაბით ყოველწლიურად მოსაჭრელი მერქნული რესურსების მოცულობის განსაზღვრა; ბ.ლ) ტყის პათოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგი, ტყის რესურსების სახეობრივი შემადგენლობის აღრიცხვის, მართვისა და მოვლა-აღდგენის/განახლების ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია; ბ.მ) ტყის აღრიცხვისა და ტყის მართვის გეგმების შემუშავების კოორდინაცია და მონიტორინგი/კონტროლი; ბ.ნ) მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ინფორმაციის მონიტორინგი; ბ.ო) ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; ბ.პ) დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნაზე, გამოყოფაზე, დახურვაზე, გაუქმებასა ან/და გახსნაზე მონიტორინგი და კოორდინაცია; ბ.ჟ) „ტყითსარგებლობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილების მე-60 მუხლის 11 პუნქტით, ფუტკრის დროებითი სადგომის მოწყობის და „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 მაისის №235 დადგენილების მე-3 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული ობიექტების სარგებლობით გაცემასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადება, კოორდინაცია და კონტროლი; ბ.რ) ტყის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; ბ.ს) კომპეტენციის ფარგლებში ახალი დაცული ტერიტორიების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია; ბ.ტ) კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსების სარგებლობის უფლებით გაცემულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხებისა და მართვის გეგმების განხილვა; ბ.უ) კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო პროგრამების ცალკეული პროექტების დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშების მომზადება; ბ.ფ) დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების თემატური პროგრამების შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგისა და ანგარიშგების კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავება; ბ.ქ) საქმიანი ეზოების მოწყობის კოორდინაცია და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 3. ინსპექტირების დეპარტამენტი: ა) ელექტრონული მართვის სამმართველოს ფუნქციებია: ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის საერთო კოორდინაცია; ა.ბ) ტერიტორიების დაცვის ღონისძიებებში ჩართული ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა საქმიანობის მონიტორინგი; ა.გ) ტერიტორიულ ადმინისტრაციებში პატრულირების სტრატეგიული გეგმების შესრულების მონიტორინგი; ა.დ) ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან და სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით, პატრულირების მარშრუტების გადახედვა და ახალი მარშრუტების დაგეგმვა არსებული რისკების გათვალისწინებით; ა.ე) კომპეტენციის ფარგლებში „SMART“ პროგრამის ფუნქციონირების კოორდინაცია და მონიტორინგი; ა.ვ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიეების სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტომობილების გადაადგილების მონიტორინგი/კონტროლი „GPS“ მოწყობილობის საშუალებით; ა.ზ) დაცულ ტერიტორიებზე განთავსებული (არსებული) ფოტომახეებისა და სამეთვალყურეო კამერების მონიტორინგი და კონტროლი. ა.თ) დაცული ტერიტორიების ფარგლებში გარემოს კონტროლისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად უპილოტო საჰაერო აპარატების (დრონები) გამოყენება, ტერიტორიის ვიზუალური დაკვირვება, ფოტო-ვიდეოფიქსაცია, მონაცემთა შეგროვება და შესაბამისი რეაგირება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ა.ი) სააგენტოსა და ტერიტორიულ ადმინისტრაციებში გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ დროული ინფორმაციის მიწოდება სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის შემდგომი რეაგირების მიზნით; ა.კ) დაცული ტერიტორიების დაცვისა და კონტროლის სფეროში მეთოდური, სახელმძღვანელო და სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება/შემუშავებაში მონაწილეობა და მათ განხორციელებაზე მონიტორინგი; ა.ლ) ხანძარსაწინააღმდეგო ადრეული შეტყობინების სისტემებისა და ტერიტორიის ფიზიკური დაცვის მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისთვის წინადადებების შემუშავება, არსებული სისტემების ფუნქციონირების მონიტორინგი და მიღებული ინფორმაციის გაანალიზება; ა.მ) ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია, არსებული მონაცემების შეგროვება და ანალიზი; ა.ნ) საგანგებო მართვის გეგმისა და საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის შემუშავების კოორდინირება; ა.ო) საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირებისა და ამ სიტუაციებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ა.პ) საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ღონისძიებებში სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა ჩაბმის უზრუნველყოფა; ა.ჟ) საგანგებო სიტუაციებზე დაუყოვნებლივ რეაგირების მიზნით სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ორგანიზებაზე, სამაშველო სამუშაოების განხორციელებასა და სხვა შესაბამის ღონისძიებებზე მონიტორინგი, კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების გაცემა; ა.რ) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიული ადმინისტრაციების მუშაობის საერთო კოორდინირება; ა.ს) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმებით განსაზღვრული ან/და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და შესრულებაზე მონიტორინგი; ა.ტ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეების დავალებებისა და მითითებების ტერიტორიული ადმინისტრაციის პასუხისმგებელი პირების მიერ დროულ და ეფექტურ შესრულებაზე მონიტორინგი; ბ) ინსპექტირებისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველოს ფუნქციებია: ბ.ა) უზრუნველყოს სააგენტოს სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს და უბედური შემთხვევების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში დასაქმებულთა თანაბარ მონაწილეობას; ბ.ბ) შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების მონიტორინგი, კომპეტენციის ფარგლებში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა, რეკომენდაციების გაცემა და შესრულებაზე ზედამხედველობა. ბ.გ) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან პერიოდულად სამუშაო შეხვედრების მოწყობა; ბ.დ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის სპეციალისტებთან ერთად დაცულ ტერიტორიებზე შექმნილი საგანგებო სიტუაციების დროს ინფორმაციის მიღება, ანალიზი და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ბ.ე) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან პერიოდული სამუშაო შეხვედრების მოწყობა; ბ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის სპეციალისტებთან ერთად დაცულ ტერიტორიებზე შექმნილი საგანგებო სიტუაციების დროს ინფორმაციის მიღება, ანალიზი და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ბ.ზ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობაზე ზოგადი მონიტორინგის განხორციელება; ბ.თ) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დარღვევის ფაქტების გამოვლენა და აღნიშნულ ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება; ბ.ი) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია, მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი; ბ.კ) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ამ საკითხებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; ბ.ლ) სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის მომზადება, რეკომენდაციების შემუშავება და სააგენტოს თავმჯდომარისთვის წარდგენა; ბ.მ) სააგენტოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით საკითხის შესწავლის მიზნით სააგენტოს ნებისმიერი რანგის თანამშრომელთან გასაუბრება და შესაბამისი ინფორმაციის ან ახსნა-განმარტების მიღება; ბ.ნ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენცია, საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; ბ.ო) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა; ბ.პ) საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება; ბ.ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაცულ ტერიტორიებზე ჩადენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიწოდება; ბ.რ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა. 4. ადამიანური რესურსებისა მართვის და საქმისწარმოების დეპარტამენტი: ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ფუნქციებია: ა.ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და წარმართვა საქართველოს კანონმდებლობითა და სააგენტოს შიდასამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით; ა.ბ) ადამიანური რესურსების მოზიდვისა და შერჩევის პროცესის ორგანიზება, შრომითი ურთიერთობის წარმოშობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეგროვება და გაფორმება; ა.გ) სააგენტოს მოსამსახურეთა შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა და სათანადო დოკუმენტაციის ადმინისტრირება; ა.დ) სააგენტოს მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების შემუშავება; ა.ე) სააგენტოს მოსამსახურეთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მოტივაციის სისტემის დანერგვა და განვითარება; ა.ვ) სააგენტოს მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება და ადმინისტრირება; ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მოსამსახურეთა მიერ სააგენტოს შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი; ა.თ) სააგენტოს მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების საჭიროებების კვლევა და შესაბამისი მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება; ა.ი) სააგენტოს მოსამსახურეთა კორპორატიული კულტურის განვითარების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება; ა.კ) სააგენტოს მოსამსახურეთა კმაყოფილების კვლევა, კადრების სტაბილურობის/დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, პერიოდული ანალიზი და შეფასება; ა.ლ) სტაჟირების პროცესის ორგანიზება და წარმართვა; ა.მ) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან საქმიანობის კოორდინაცია; ა.ნ) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის სრულყოფასთან დაკავშირებული პროექტების მომზადება; ა.ო) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურებრივი ცნობების მომზადება და გაცემა; ბ) საქმისწარმოების სამმართველოს ფუნქციებია: ბ.ა) საქმისწარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და სააგენტოს შიდამარეგულირებელი აქტების შესაბამისად; ბ.ბ) სააგენტოს საქმისწარმოების მონიტორინგი და კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის; ბ.გ) სააგენტოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის ადმინისტრირება/საერთო კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციების (შემოსული/შიდა/გასული) საქმისწარმოებისას, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა და კონტროლი; ბ.დ) საქმისწარმოების საკითხებზე შესაბამისი მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა; ბ.ე) დოკუმენტებზე მუშაობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა; ბ.ვ) სააგენტოს არქივის მართვა, საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვისა და ჩამოწერის ორგანიზება; ბ.ზ) დადგენილი წესის შესაბამისად, წარმოება დამთავრებული საქმეების მიღება, აღრიცხვა და შენახვა; ბ.თ) სააგენტოს საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად, საარქივოდ მომზადებული დოკუმენტაციის შემოწმება და ჩაბარება; ბ.ი) არქივში დაცული მასალების გაცნობისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით ასლების გაცემის უზრუნველყოფა; ბ.კ) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან საქმისწარმოების ნაწილში კოორდინაცია; ბ.ლ) შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა. 5. ადმინისტრაციული დეპარტამენტი: ა) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია: ა.ა) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და სააგენტოს შიდა აქტების შესაბამისად, სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური რესურსების დაგეგმვა, მომარაგება, შენახვა, განაწილება, აღრიცხვა, მოვლა და განახლება; ა.ბ) საფინანასო დეპარტამენტთან კოორდინაციით სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ა.გ) ინვენტარიზაციის შედეგებისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მდგომარეობის საფუძველზე ანგარიშის მომზადება, რეკომენდაციების გაცემა და მათ შესრულებაზე მონიტორინგი; ა.დ) საწყობის მართვა, მატერიალური ფასეულობების მოთხოვნილებების ანალიზი და დროული რეაგირება; ა.ე) სააგენტოში სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვისა და ბრუნვის ორგანიზება; ა.ვ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან კოორდინაციით, სააგენტოს ბალანსზე მყოფი შენობა-ნაგებობების მდგომარეობის მონიტორინგი, მათი მართვისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავება და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის ინფორმაციის მიწოდება; ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან კოორდინაციით, სააგენტოს ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ა.თ) სააგენტოს საკომუნიკაციო საშუალებების და კომუნალური მომსახურების, აღრიცხვა, ხარჯვაზე კონტროლი და ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა; ა.ი) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან კოორდინაცია; ა.კ) საკომუნიკაციო და ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბ) ტრანსპორტის სამმართველოს ფუნქციებია: ბ.ა) სააგენტოსათვის გადმოცემული და შეძენილი სატრანსპორტო ქონების მართვა, აგრეთვე სააგენტოს სარგებლობაში სატრანსპორტო ქონების გადმოცემასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება; ბ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით, სატრანსპორტო ქონების ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება; ბ.გ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ბ.დ) სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტების ფარგლებში; ბ.ე) სააგენტოს ავტოპარკის მართვა, მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება და მძღოლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მონიტორინგი; ბ.ვ) სააგენტოს მიერ შესყიდული სატრანსპორტო საშუალებების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და მოთხოვნის შესაბამისად გაცემა; ბ.ზ) სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად წინადადებების მომზადება ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი სატრანსპორტო ქონების ჩამოწერის შესახებ; ბ.თ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ბ.ი) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან კოორდინაცია; ბ.კ) სამმართველოს კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება. 6. საფინანსო დეპარტამენტი: ა) საბიუჯეტო სამმართველოს ფუნქციებია: ა.ა) სააგენტოს წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტის პროექტების მომზადება; ა.ბ) პროგრამული ბიუჯეტის ფორმირება და პროგრამების/ქვეპროგრამების ფინანსური დაგეგმვა/მონიტორინგი; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული ფორმების, გაანგარიშებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ა.დ) საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის ფინანსური ნაწილის შემუშავებაში მონაწილეობა; ა.ე) საბიუჯეტო ასიგნებების დაგეგმვა, განაწილება და გამოყენების მონიტორინგი; ა.ვ) სააგენტოს ბიუჯეტის შესრულების ანალიზი და შეფასება; ა.ზ) ყოველთვიური, კვარტალური და წლიური საბიუჯეტო ანგარიშების მომზადება; ა.თ) სააგენტოს ფინანსური რესურსების საჭიროებების განსაზღვრა და პროგნოზირება; ა.ი) პროგრამების შედეგობრივი და ეფექტიანობის ინდიკატორების ფინანსური ანალიზი; ა.კ) ფინანსური რისკების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ა.ლ) სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ფინანსური უზრუნველყოფის საკითხების განხილვა; ა.მ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში საბიუჯეტო ვალდებულებებისა და გადახდების დაგეგმვის კოორდინაცია; ა.ნ) სააგენტოს ფინანსური საქმიანობის ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; ა.ო) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ფარგლებში ღონისძიებების განხორციელება; ა.პ) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. ბ) საბუღალტრო სამმართველოს ფუნქციებია: ბ.ა) სააგენტოს ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება და წარმოება საქართველოს კანონმდებლობის, IPSAS-ის, ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და სააგენტოს სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად; ბ.ბ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში ფინანსური ოპერაციების ასახვა და შესაბამისი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება; ბ.გ) პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება, დამუშავება, სისტემატიზაცია და აღრიცხვა; ბ.დ) სააგენტოს ფინანსური ოპერაციების სრულყოფილი და უწყვეტი აღრიცხვა; ბ.ე) ფინანსური მდგომარეობის, ფინანსური შედეგების, ფულადი სახსრების მოძრაობისა და წმინდა აქტივების/კაპიტალის შესახებ ანგარიშგებების მომზადება; ბ.ვ) კვარტალური, წლიური და სხვა პერიოდული ფინანსური ანგარიშგებების შედგენა და წარდგენა; ბ.ზ) სააგენტოს შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის აღრიცხვა; ბ.თ) გაცვლითი და არაგაცვლითი ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების აღიარება და აღრიცხვა; ბ.ი) დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, ანალიზი და მონიტორინგი; ბ.კ) სახელფასო, სამივლინებო, შვებულების, კომპენსაციების და სხვა გასაცემლების დარიცხვა და აღრიცხვა; ბ.ლ) საგადასახადო და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ანგარიშგებებისა და დეკლარაციების მომზადება და წარდგენა; ბ.მ) სააგენტოს მატერიალური მარაგების აღრიცხვა, მოძრაობის კონტროლი და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვა; ბ.ნ) ძირითადი აქტივების, არამატერიალური აქტივების, საინვესტიციო ქონებისა და სხვა აქტივების აღრიცხვა; ბ.ო) ძირითადი საშუალებების ცვეთისა და არამატერიალური აქტივების ამორტიზაციის დარიცხვა; ბ.პ) აქტივების მიღების, გადაადგილების, გადაცემის, ჩამოწერისა და გასხვისების ოპერაციების აღრიცხვა; ბ.ჟ) აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობა და შედეგების ასახვა; ბ.რ) იჯარის, ანარიცხების, პირობითი ვალდებულებებისა და პირობითი აქტივების აღრიცხვა; ბ.ს) სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა და საკურსო სხვაობების ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვა; ბ.ტ) სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებაში, განახლებასა და დანერგვაში მონაწილეობა; ბ.უ) სინთეზური და ანალიზური აღრიცხვის წარმოება და შესაბამისი მონაცემების შეჯერება; ბ.ფ) ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნების მომზადება; ბ.ქ) ფინანსური ანგარიშგების თარიღის შემდგომი მოვლენების შეფასება და აღრიცხვა; ბ.ღ) ფინანსური და საბუღალტრო დოკუმენტაციის დაცვა, სისტემატიზაცია და არქივირება; ბ.ყ) შიდა და გარე აუდიტის პროცესებში მონაწილეობა და აუდიტორული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა; ბ.შ) სააგენტოს ტერიტორიულ ადმინისტრაციებში საბუღალტრო საქმიანობის მეთოდური ხელმძღვანელობა, კონსულტირება და მონიტორინგი; ბ.ჩ) ხელმძღვანელობისათვის ფინანსური ინფორმაციის, განმარტებების, დასკვნებისა და ანალიტიკური მასალების მომზადება; ბ.ც) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ფარგლებში, განსაზღვრული კომპეტენციის შესაბამისად, კონტროლის ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა; ბ.ძ) სააგენტოს შემოსავლების აღრიცხვა; ბ.წ) მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს დებულებითა და ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება; ბ.ჭ) სამსახურის კომპეტენციას მფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესასყიდი საქონლის/მომსახურების ტექნიკური დავალების მომზადება. 7. სტრატეგიული კოორდინაციისა და ანალიტიკის სამსახურის ფუნქციებია: ა) დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების დაგეგმვის წარმართვა, მართვის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით, საბიუჯეტო პროგრამების და ქვეპროგრამების დაგეგმვა, მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშგება; ბ) სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ახალი დაცული ტერიტორიების დაგეგმვის, დაარსების, არსებულის გაფართოების ან მათი სტატუსისა და კატეგორიის ცვლილების პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია; გ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების, აღნიშნული გეგმებით განსაზღვრული ან/და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში, განახლებაში, დამტკიცებასა და შესრულებაში მონაწილეობა, კოორდინაცია და ანალიზი; დ) დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა სტრატეგიული და მართვის დოკუმენტების შემუშავების კოორდინაცია; ე) დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციისა და მარკირების სამუშაოების კოორდინაცია, მიღებული შედეგების ანალიზი და რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობა; ვ) დაცული ტერიტორიების შიდა ფუნქციონალური ზონების განსაზღვრის პროცესში მონაწილეობა, საზღვრების დადგენა და შესაბამისი სივრცით-კარტოგრაფიული მასალის მომზადება; ზ) დაცული ტერიტორიების გეოსაინფორმაციო სისტემების (GIS) მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება, დაცვა და მუდმივი განახლება (საზღვრები, ზონირება, ინფრასტრუქტურა, სარგებლობის უფლებით გაცემული ფართობები და სხვა); თ) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების უზრუნველყოფა გეოსაინფორმაციო სისტემებით (GIS), ციფრული რუკებითა და კარტოგრაფიული მასალით; ი) კომპეტენციის ფარგლებში მიწის ნაკვეთების საკადასტრო-აზომვითი ნახაზების მომზადება ან მომზადების ზედამხედველობა; კ) სააგენტოს საკუთრებაში, ბალანსსა თუ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პროცესის კოორდინაცია; ლ) სააგენტოსთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სარგებლობის უფლებით გადმოცემის სამართლებრივი და პროცედურული საკითხების წარმართვა და კოორდინაცია; მ) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან კოორდინაცია სივრცითი და საკადასტრო საკითხების გადაჭრის მიზნით. 8. პროექტების მართვის სამსახურის ფუნქციებია: ა) დაცულ ტერიტორიებზე ახალი ტურისტურ-რეკრეაციული, ეკოტურისტული პროდუქტებისა და პროექტების კონცეფციების მომზადება, დაგეგმვა, განვითარება და განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; ბ) პოტენციური ახალი ტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირება და საექსპლუატაციოდ მომზადება; გ) ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების შესაძლებლობების კომპლექსური შეფასება და ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციების მომზადება; დ) ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი კონცეფციების მომზადება; ე) ტურისტულ-რეკრეაციული და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, განვითარების საჭიროებების კონცეფციის დონეზე განსაზღვრა და ამის შესაბამისად, საბიუჯეტო პროგრამების და ქვეპროგრამების დაგეგმვა, მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშგება სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კორდინაციით; ვ) ახალი ტურისტულ-რეკრეაციული და ეკოტურისტული პროდუქტებისა და პროექტების განსახორციელებლად პოტენციური დაფინანსების წყაროების (მათ შორის, საერთაშორისო ფონდებისა და დონორების) მოძიება და პროექტების მართვა; ზ) საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) შესაძლებლობების იდენტიფიცირება და დაცული ტერიტორიების მართვაში ამ მოდელის განვითარების პროცესში მონაწილეობა; თ) სააგენტოს ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირების შემოსული წინადადებების საფუძველზე საინვესტიციო პროექტების კონცეფციებისა და საინვესტიციო პაკეტების მომზადება და შესაბამისი კომისიისთვის წარდგენა; ი) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 21, 23 და 24 პუნქტებითა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვა) გაცემის შემდეგ, საინვესტიციო პირობით გათვალისწინებული მოსაწყობი ინფრასტრუქტურის ესკიზების/რენდერების განხილვა შესაბამის კომისიასთან ერთად; კ) სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად, ასევე სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩართულობით, კომპეტენციის ფარგლებში დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების მომსახურების ტარიფების შემუშავება; ლ) დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტურისტულ-რეკრიაციული და ეკოტურისტული სერვისების თაობაზე მონიტორინგის განხორცილება და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის ინფორმაციის მიწოდება; მ) დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტურისტულ-რეკრიაციული და ეკოტურისტული სერვისებისა და სერვისის მომწოდებლების შესახებ ინფორმაციის ერთიანი ბაზის წარმოება, მუდმივი განახლება; ნ) დაცულ ტერიტორიებზე არსებული ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობის მქონე ტრადიციული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის დამუშავების კოორდინაცია ეკოტურისტული მიზნებისთვის; ო) ეკოტურისტული პროექტების განხორციელების კოორდინაცია შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან; პ) საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა/ანალიზი და დანერგვა; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან კოორდინაცია; რ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმებით განსაზღვრული ან/და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა და კოორდინაცია; ს)კომპეტენციის ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტრუმენტების დანერგვა და განხორციელება ვიზიტორთათვის პროდუქტების შემუშავებისა და მართვის კუთხით. 9. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ფუნქციებია: ა) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აკადემიურ ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და დიპლომატიურ კორპუსთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, დაგეგმვა და ორმხრივი თუ მრავალმხრივი ურთიერთობების კოორდინაცია; ბ) სააგენტოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების/მემორანდუმების შემუშავებაში მონაწილეობა; გ) საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარებისა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების კოორდინაციის ხელშეწყობა, აგრეთვე საერთაშორისო და რეგიონული გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებითა და საერთაშორისო პროცესებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის მხარდაჭერა; დ) სააგენტოს განვითარების მიზნით, საერთაშორისო გრანტებისა და ფინანსური რესურსების მოძიება, საგრანტო წინადადებების შემუშავება და შესაბამისი განაცხადების მომზადება/შევსება; ე) საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების (მათ შორის, სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილებისა და დაცული ლანდშაფტების დამხმარე ზონებში მიმდინარე ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების) დაგეგმვა, განხორციელების უზრუნველყოფა, კოორდინაცია, მიმდინარეობის მხარდაჭერა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი; ვ) ტრანსსასაზღვრო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; ზ) საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება და დონორი ორგანიზაციებისათვის წარდგენა, საჭიროების შემთხვევაში; თ) მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტისთვის საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის, მათ ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ი) საერთაშორისო ღონისძიებებისა და კონფერენციების ორგანიზება, ასევე მათში მონაწილეობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; კ) სააგენტოს ხელმძღვანელობის საერთაშორისო პროცესებში ჩართულობისა და შეხვედრებისთვის საჭირო საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადების კოორდინაცია; ლ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩართულობით და კომპეტენციის ფარგლებში ოფიციალური დელეგაციების, უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურ-ოპერატორების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, საზღვარგარეთის ქვეყნებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოწვევა, მასპინძლობა, მათთვის პრესტურებისა და გაცნობითი ტურების ჩატარება; მ) დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და მათი ეფექტიანი პოზიციონირება საერთაშორისო ბაზრებზე; ნ) საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით სააგენტოს თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა; ო) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ სხვა საერთაშორისო პროგრამებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. 10. სერვისების განვითარების სამსახურის ფუნქციებია: ა) დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტურისტული მომსახურებების ხარისხის შეფასება და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ბ) ვიზიტორთა მიერ ინიცირებული ტურისტული სერვისების განხილვა და დანერგვა; გ) კომპეტენციის ფარგლებში პროექტების მართვის სამსახურთან კოორდინაციითა და სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩართულობით დაცულ ტერიტორიებზე მომსახურების ერთიანი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა; დ) ეკოტურისტული სერვისების მიწოდების უწყვეტობის მიზნით, ინვენტარის საჭიროებების განსაზღვრა და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინაცია; ე) ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საჭიროებების საბაზისო დონეზე განსაზღვრა და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინაცია; ვ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩართულობით, კომპეტენციის ფარგლებში დაცულ ტერიტორიებზე კერძო ოპერატორებისა და ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის ხარისხობრივი შეფასების პროცესში მონაწილეობა და ტურისტული სერვისების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ზ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩართულობით, კომპეტენციის ფარგლებში ვიზიტორთა მომსახურების პერსონალის ერთიანი სტანდარტის დადგენა; თ) ვიზიტორთა მომსახურებასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების ანალიზი და რეაგირების მექანიზმების შემუშავება; ი) მომსახურების ხარისხის საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების შესწავლა და დანერგვა; კ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩართულობით, კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმებით განსაზღვრული ან/და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა; ლ) სამსახურის კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება; მ) სამსახურის კომპეტენციას ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესასყიდი საქონელის/მომსახურების ტექნიკური დავალების მომზადებაში მონაწილეობა; ნ)კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო პროგრამების და ქვეპროგრამების დაგეგმვა, მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშგება სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინაციით. 11. მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია: ა) სააგენტოსა და სააგენტოს ტერიტორიულ ადმინისტრაციებში მიმდინარე პროცესების, რეფორმებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ საზოგადოების მუდმივი, ობიექტური ინფორმირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ციფრული საკომუნიკაციო არხებით; ბ) სააგენტოსა და საზოგადოებას შორის ორმხრივი კომუნიკაციის დამყარება, საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესების კოორდინაცია, საზოგადოებრივი აზრის მონიტორინგი და უწყების რეპუტაციული რისკების მართვა; გ) საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული პოტენციალის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში, ბაზრობებსა და ფორუმებში სააგენტოს მონაწილეობის (მათ შორის, საგამოფენო სივრცეებისა და კონცეფციების ბრენდინგის) საორგანიზაციო უზრუნველყოფა; დ) უცხოელი და ადგილობრივი ჟურნალისტების, ტუროპერატორების, ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის, ასევე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის დაცულ ტერიტორიებზე პრესტურების, გაცნობითი და სასწავლო ტურების დაგეგმვა და განხორციელება; ე) საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ბრენდის (საქართველოს ეროვნული პარკები) შემუშავება, განვითარება, ერთიანი ბრენდის სახელმძღვანელოს სტანდარტების დანერგვა და მათი გამოყენების მეთოდოლოგიური ზედამხედველობა; ვ) სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა ფორმატის შიდა, უწყებათაშორისი და საერთაშორისო ღონისძიებების, ოფიციალური შეხვედრების, პრეზენტაციებისა და პრესკონფერენციების ორგანიზება, მართვა და ჩართულ მხარეებთან კოორდინაცია; ზ) სახელმწიფო უწყებების, დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დელეგაციების ოფიციალური ვიზიტების დროს საორგანიზაციო და პროტოკოლური საკითხების უზრუნველყოფა და შესაბამისი ღონისძიებების ლოჯისტიკური მართვა; თ) დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმთან დაკავშირებული საიმიჯო, სარეკლამო და საინფორმაციო მულტიმედიური პროდუქციის (ბეჭდვითი, აუდიო-ვიდეო, ციფრული, საექსპოზიციო, სუვენირული და სხვა ბრენდირებული მასალები) დიზაინის კონცეპტუალიზაცია, დამზადება და მიზნობრივი გავრცელება; ი) დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ლოკაციებისა და სერვისების რეკლამირების ხელშეწყობა ადგილობრივ ბაზარზე, მათი ეფექტიანი პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებებში; კ) მარკეტინგული და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკომუნიკაციო სტრატეგიების, ასევე შესაბამისი პერიოდული სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელება; ლ) სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდისა და სხვადასხვა სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, YouTube და სხვა არსებული თუ პერსპექტიული პლატფორმები) კომპლექსური ადმინისტრირება, ციფრული კონტენტის მართვა და სააგენტოს პოპულარიზაცია ინტერნეტსივრცეში; მ) სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით, კომპეტენციის ფარგლებში დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების ტარიფების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა და კომერციული პოტენციალის მქონე ახალი ეკოტურისტული პროდუქტების ინიცირება; ნ) დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი; ვიზიტორთა ნაკადების კვარტალური და წლიური სტატისტიკური რეპორტების წარმოება და ტურისტული ტენდენციების კვლევა; ო) სააგენტოს ეკოტურისტული სერვისების ერთიანი ბრენდული სტილის დანერგვა და აღსრულების ხელშეწყობა; პ) დაცული ტერიტორიების ტურისტული პოტენციალის და ვიზიტორთა კმაყოფილების კვლევების ჩატარება კომპეტენციის ფარგლებში ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ჟ) ვიზიტორთა მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების თაობაზე სააგენტოს ხელმძღვანელობის ინფორმირება რეაგირებისათვის; რ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა, სააგნეტოს ადმინისტრაციულ ვებგვერდზე კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფა, სააგენტოს ცხელი ხაზისა და საინფორმაციო არხების მეშვეობით მოქალაქეთა კონსულტირების კოორდინაცია; ს) დაცულ ტერიტორიებზე კომერციული, არაკომერციული ფოტო/ვიდეოგადაღებებზე შესაბამისი თანხმობის/უარის გაცემის პროცესის ადმინისტრირება და ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან კოორდინაცია; ტ) სააგენტოს საკუთრებაში არსებული ბრენდირებული, მულტიმედიური და გრაფიკული მასალების ერთიანი ციფრული არქივის წარმოება; უ) სამსახურის კომპეტენციას ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესასყიდი საქონლის/მომსახურების ტექნიკური დავალების მომზადება, გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი; ფ) სამსახურის საქმიანობის კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება, ასევე სააგენტოს წლიური გეგმის და ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა; ქ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კორდინაციით, საბიუჯეტო პროგრამების და ქვეპროგრამების დაგეგმვა, მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშგება. 12. იურიდიული სამსახურის ფუნქციებია: ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) სააგენტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და მონაწილეობა მათ შემუშავებაში; გ) სააგენტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება ან/და მონაწილეობა მათ შემუშავებაში; დ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოში სხვადასხვა უწყებიდან შემოსული კორესპონდენციებზე დროული რეაგირება; ე) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 21-25 პუნქტებითა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით გაცემისათვის შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადება და სააგენტოს მიერ სხვა დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და შეთანხმებების სამართლებრივი ექსპერტიზა; ვ) სააგენტოს წარმომადგენლობა სასამართლო ორგანოებში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან; ზ) კომპეტენციის ფარგლებში კომუნიკაციის უზრუნველყოფა როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ასევე სხვა უწყებებთან; თ) პრობლემური ან/და მნიშვნელოვანი ან/და არასტანდარტული საკითხების განხილვისას ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობა ან/და ხელმძღვანელობისთვის პრობლემის გადაჭრის სამართლებრივი გზების შეთავაზება; ი) მომზადებული კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე აქტების პროექტების საბოლოო სამართლებრივი ექსპერტიზის უზრუნველყოფა და სააგენტოს თავმჯდომარისათვის წარდგენა; კ) საკანონმდებლო ცვლილებების ან/და სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების შემუშავება და წარდგენა; ლ) სააგენტოს ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობა ბიუჯეტის პროექტის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიზნით და მისი დამტკიცების სამართლებრივი პროცედურების უზრუნველყოფით. 13. ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის ფუნქციებია: ა) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვასთან დაკავშირებულ პროცედურებში, ტექნიკური დავალებისა და სატენდერო დოკუმენტაციის პროექტების მომზადებასა და სატენდერო კომისიისათვის წარდგენაში მონაწილეობა; ბ) სააგენტოს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება; გ) სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადებთან და ღირებულებებთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; დ) საჭიროებიდან გამომდინარე, მათ შორის პროგრამული ბიუჯეტირების განმახორიელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფთის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მიერ სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება; ე) სააგენტოს ბალანსზე რიცხული, სარგებლობაში არსებული, ასევე სააგენტოს დაკვეთით წარმოებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა და საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტთან შესაბამისობა, თუ შესაბამისი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ვ) ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტების შეუსაბამობის დოკუმენტალურად დასაბუთება; ზ) საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის, შესრულებული სამუშაოს ღირებულებისა და მოცულობების განსაზღვრა-დადგენის დროს, როდესაც შეუძლებელია საექსპერტო დაწესებულების დასკვნის გარეშე ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის განსაზღვრა, საექსპერტო დაწესებულებისათვის მიმართვა. 14. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ფუნქციებია: ა) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და სააგენტოს შიდა საქმიანობის მარეგულირებელი აქტების შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების(შემდგომში – შესყიდვები) დაგეგმვა და განხორციელება; ბ) სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე სხვა სახის შესყიდვების განხორციელება შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კორდინაციით; გ) სატენდერო კომისიის ქვედანაყოფთა საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; დ) სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, შესაბამისი პროცედურების ორგანიზება და ადმინისტრირება; ე) სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; ვ) ელექტრონული ტენდერის გამოცხადება, მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადება, ხელშეკრულების დადება და ამ ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი; ზ) ანგარიშების წარდგენა მიმდინარე შესყიდვებთან დაკავშირებით; თ) სააგენტოს მიერ განხორციელებული შესყიდვების ანალიზი; ი) სარგებლობასთან (იჯარა, აღნაგობა, ტურისტული მომსახურება და სხვა) დაკავშირებით შექმნილი კომისიის მოთხოვნის შესაბამისად აუქციონის გამოცხადება და შედეგების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის მიწოდება.“. 5. მე-13 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის/სამსახურის უფროსი (შემდგომში – სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი). 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება სააგენტოს თავმჯდომარეს ან კურატორ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი: ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაზე; ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს თუ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ხარისხსა და დროულობას; დ) იღებს გადაწყვეტილებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ხელს აწერს ან ახორციელებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას; ვ) სააგენტოს თავმჯდომარესა და კურატორ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ; ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად; თ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; ი) მოქმედებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, აგრეთვე სხვა ორგანოებთან და პირებთან ურთიერთობისას; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ლ) სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომელიც ხელს უწყობს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში და ასრულებს უფროსის მოვალეობას მისი არყოფნისას.“. 6. 131 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება.“. 7. მე-14 მუხლის პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაცული ტერიტორიების მართვაში საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდისა და მართვის პროცესის სამეცნიერო-მეთოდოლოგიური მხარდაჭერის მიზნით, იქმნება საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომლის შემადგენლობას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე. 2.საბჭო შედგება არანაკლებ 6 წევრისაგან, შესაბამისი დარგის მეცნიერებით, ექსპერტებითა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლებით. 3.საბჭო : ა) ხელს უწყობს მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ჩართულობას დაცული ტერიტორიების პრობლემატიკის სრულფასოვან განხილვაში, დაცული ტერიტორიების ინტეგრალური მართვის პროცესში და ამ მიზნით სააგენტოს უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას, კონსულტაციას და აძლევს რეკომენდაციებს. ბ) უზრუნველყოფს: ბ.ა) საერთაშორისო ოფიციალური ინსტიტუციებისა და სამეცნიერო წრეების მიერ ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგებზე, ასევე საერთაშორისო პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სააგენტოსათვის კონკრეტული მიმართულებებით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას; ბ.ბ) დაცულ ტერიტორიებზე სამეცნიერო-კვლევითი პროცედურების ჩატარების, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების თაობაზე წინადადებების შემუშავებას; ბ.გ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების, მიზნობრივი პროგრამებისა და სამეცნიერო პროექტების განხილვას და შესაბამისი დასკვნების მომზადებას.“. 8. მე-15 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;“ ბ) ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი; გ) პირველ პუნქტს დაემატოს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ“ ქვეპუნქტი: „ჭ) ცივ-გომბორის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია.“.
|
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2026 წლის პირველი აგვისტოდან.
2. ამ ბრძანების, პირველი მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები