ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 10/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.117.016653
12
30/06/2026
ვებგვერდი, 03/07/2026
010260020.35.117.016653
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2026 წლის 30 ივნისი

ქ. ამბროლაური

 

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულება“ თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბერის №09 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 20/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.117.016334).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  2026 წლის 10 აგვისტოდან.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიადი მხეიძე



დანართი 
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ადმინისტრაციული სამსახურის დებულება

მუხლი 1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ადმინისტრაციული სამსახური
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას; ადამიანური რესურსების მართვას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; მერიის წარმომადგენლებთან კოორდინაციას; მუნიციპალური სერვისების მომხმარებელთა უკუკავშირის მართვას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ადმინისტრაციული სამსახურის დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.


მუხლი 2. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა
1. ადმინისტრაციული სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (ტექსტში შემდგომ – სამსახურის ხელმძღვანელი), ხელმძღვანელის მოადგილის (ტექსტში შემდგომ – სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე), მეორადი სტრუქტურული ერთეულისა (ტექსტში შემდგომში – განყოფილება) და მოხელეებისაგან.

2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

ბ) იურიდიული განყოფილება;

გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;  

დ) მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და მე-12 მუხლის პირველი პუნქტით, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე.

4. ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე აკონტროლებს ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მიერ გაცემული გადაწყვეტილებების შესრულებას, ახორციელებს თანამდებობრივი ინსტრუქციითა და მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას. ასრულებს ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეულ დავალებებს. ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის, მისი კუთვნილი შვებულებისას, ხელმძღვანელის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას ასრულებს ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას.

5. განყოფილებები შედგება განყოფილების ხელმძღვანელებისაგან (ტექსტში შემდგომ – განყოფილების ხელმძღვანელი) და განყოფილების მოხელეებისაგან.

6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, განყოფილების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

7. განყოფილებების მოხელეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეთა ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.

8. ადმინისტრაციული სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.


მუხლი 3. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;

გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ;

დ) განცხადებების რეგისტრაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვით, მათი შესრულების კონტროლს;

ე) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას;

ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

ზ) საქმის წარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;  

თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;

ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

კ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;

ლ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;

მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

ნ) საკადრო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას, სტრუქტურულ ერთეულთა საკადრო პოტენციალის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებისა და საშტატო ნუსხის მომზადებას;

ო) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთათვის საკვალიფიკაციო კრიტერიუმების დადგენის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

პ) მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას;

ჟ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების კონტროლს;

რ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;

ს) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

ტ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

უ) მერიის მოხელეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას;

ფ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

ქ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო ორგანოებთან; მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობას და კანონიერი ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში

ღ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 4. საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილები სფუნქციები
სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;

ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;

გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;

დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;

ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;

ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;

ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;

თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;

ი)ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;

კ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;

ლ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;

მ) მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას;

ნ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;

ო) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; კონტროლს მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე;

პ) მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციური და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

ჟ) კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;

რ) მერიის სტრუქტურული ერთეულების ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას;

ს) მერიის ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისიტემის (eHRSM) მართვას.

ტ) მერიის მოხელეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

უ) მერიის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას;

ფ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინური ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას;

ქ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას;

ღ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;

ყ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;

შ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას;

ჩ) თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;

ც) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 5. იურიდიული განყოფილების ფუნქციები
სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ბ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

გ) სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების პროექტების მომზადებას;

დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ე) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობას და კანონიერი ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ვ) მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების საქმიანობის სამართლებრივ ხელშეწყობას;

ზ) საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისას შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სამართლებრივ მხარდაჭერას/კონსულტაციას.

თ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართველებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 6. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ვებგვერდისა და ფეისბუქგვერდის ადმინისტრირებას;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის გაცემას;

გ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას;

დ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;

ე) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;

ვ) საკრებულოსა და მერიის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 7. მერიის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მერის წარმომადგენლების კოორდინირებულ მუშაობას;

ბ) მერის წარმომადგენლებთან მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში ურთიერთობას, მართვის ოპტიმიზაციას, ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის მერიის ურთიერთკავშირს;

გ) კოორდინირებას უწევს მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმომადგენლებისთვის მიცემული დავალებების შესრულებას, მოსახლეობისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობას, მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრების ორგანიზებას, მოქალაქეების წინადადებების, შენიშვნების, განცხადებების აღრიცხვასა და მერიის შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის მათ მიწოდებას, უზრუნველყოფას, მოსახლეობისათვის კონსულტაციების გაწევა, გამოკითხვას;

დ) აკონტროლებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მიმდინარეობას.

ე) მერის წარმომადგენლებისაგან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე მერისთვის წინადადებების წარდგენას ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და  მათი შესაძლო გადაჭრის გზების შესახებ;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 8. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა
1. სამსახურის დებულებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.