დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.117.016652 |
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი-მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება“ თანდართული დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №13 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 20/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.117.016338). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 10 აგვისტოდან. |
|
დანართი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური |
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებზე მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (ტექსტში შემდგომ – სამსახურის ხელმძღვანელი), საჯარო მოხელეებისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულისაგან (ტექსტში შემდგომ – განყოფილება).
2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულია პროგრამების მართვისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კოორდინაციის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით, მე-12 მუხლის მე-7 პუნქტით და სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ტექსტში შემდგომ – განყოფილების ხელმძღვანელი). 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების ხელმძღვანელისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით და მერის ბრძანებითб განყოფილების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლითა და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. |
მუხლი 3.
სამსახურის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები |
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას; გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას; ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლებისა, სპორტისა და ახალგაზრდული დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ვ) წინადადებების შემუშავებას ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებაზე, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვას, რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციაზე. ზ) ახალგაზრდების პრობლემების კვლევას, ანალიზს და წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; თ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ინიციატივების წარდგენას, მუნიციპალური პროგრამების მომზადებას და იმპლემენტაციას; ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 2. სამსახურს უფლება აქვს: ა) დადგენილი წესით მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან ან მერიას დაქვემდებარებული კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით; ბ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში; გ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; დ) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში; ე) მონაწილეობა მიიღოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპეტენციის ფარგლებში; ვ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით; ზ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან. 3. სამსახური ვალდებულია: ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლაზე; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; გ) ანგარიში წარუდგინოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს თავისი საქმიანობის შესახებ. |
მუხლი 4.
პროგრამების მართვისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კოორდინაციის განყოფილება |
პროგრამების მართვისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კოორდინაციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას; დ) კულტურის და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ე) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ვ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; ზ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; თ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ი) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზებისა და სპორტული კომპლექსების მართვას; კ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; ლ) წინადადებების შემუშავებას ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებაზე; ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვას, რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციაზე; მ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კოორდინაციას; ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 5.
სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა |
1. სამსახურის დებულებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები