„სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1223
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017705
1223
30/06/2026
ვებგვერდი, 30/06/2026
100110000.22.027.017705
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №1223

2026 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07/08/2018, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.027.016820) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, უცხოელი მსჯავრდებულისგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლის საკითხის გადასაწყვეტად, იგი ატარებს ზეპირ მოსმენას.“;

2. მე-10 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

 „31. თუ უცხოელმა მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისთვის კანონით დადგენილი ვადა, დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს უცხოელ მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიება და დამუშავება დამატებით დროს მოითხოვს, დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შუამდგომლობით საბჭოს მიმართავს მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი და ახლო ნათესავი. შუამდგომლობას შესაძლებელია ახლდეს დამატებითი დოკუმენტაცია. მსჯავრდებულის დამცველის ან მისი დამცველის/კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობისას საკითხის განხილვისათვის საბჭო გამოითხოვს მსჯავრდებულის თანხმობას, გარდა უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებისა.“.

3. მე-11 მუხლის:

ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​​1. თუ დაწესებულების, მსჯავრდებულის, დამცველის/კანონიერი წარმომადგენლის და ახლო ნათესავის მიერ წარმოდგენილია შუამდგომლობა სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით – უცხოელი მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის, შინაპატიმრობით და/ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შესახებ, საბჭო საქმეს განიხილავს ერთ წარმოებად.“;

ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. დაწესებულება, უცხოელი მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის თაობაზე საბჭოში შუამდგომლობის გამოგზავნამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს დასკვნისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 472 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის გამოყენების გამომრიცხველი საფუძვლების არსებობის, აგრეთვე დაწესებულება ამავე პუნქტით დადგენილ ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურას ასეთი მსჯავრდებულის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით.“.

4. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. უცხოელი მსჯავრდებულის შეფასებისას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კრიტერიუმებისა, საბჭო აგრეთვე ითვალისწინებს უცხოელი მსჯავრდებულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 472 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ გარემოებებს.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მსჯავრდებულის შეფასება ხდება ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლა არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 47​2 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი მსჯავრდებულის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.“.

5. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭოს სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე ტარდება მხოლოდ საბჭოს წევრების და საბჭოს აპარატის თანამშრომლის მონაწილეობით. საბჭოს განსჯად ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულებაში საბჭოს სხდომა შეიძლება გაიმართოს ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით.“.

6. 22-ე მუხლის:

ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საბჭოს გადაწყვეტილებაში აღინიშნება მსჯავრდებულის/უცხოელი მსჯავრდებულის შესახებ მონაცემები და საქმის ძირითადი გარემოებები. საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, გამოიცემა საბჭოს სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 1 თვისა.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საბჭოს გადაწყვეტილების ასლი უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ, გადაწყვეტილების გამოცემისთანავე აღსასრულებლად ეგზავნება დაწესებულებას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.“.

7. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საბჭოს მიერ უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იმავე საკითხზე დაწესებულების შუამდგომლობა ხელახლა შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხოელი მსჯავრდებულის მიერ მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. უცხოელი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლის საკითხის 6 თვეში ერთხელ განხილვა სავალდებულოა.“.

8. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 24. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში, მხარის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში.

2. უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აფერხებს გაძევების აღსრულებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია