დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1221 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.22.027.017703 |
|
„დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის №50 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.11.2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010130000.22.027.016555) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემა 1. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაიცემა: ა) თავშესაფრის მაძიებელ პირზე; ბ) საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელ პირზე (პირზე, რომლის მიერაც წარმოდგენილია განცხადება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნით); გ) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასაძევებელ პირზე; დ) მიუსაფარ ბავშვზე; ე) ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე. 2. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა გაიცემა ელექტრონული მატარებლის შემცველობით. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა ელექტრონული მატარებლის გარეშე გაიცემა კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და ფორმით.“. 2. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში – იმ ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვის დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი, რომლის მოქალაქედაც პირი ფიქსირდებოდა.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების სრულად წარმოუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ასეთი დოკუმენტები მოიძიოს საკუთარი საშუალებებით.“. 3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის თარიღი დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის თარიღად ითვლება მისი გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღე (მოწმობის პერსონალიზაციის თაობაზე ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრისათვის (სამსახურისათვის) მოთხოვნის გადაგზავნის დღე).“. 4. მე-12 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) QR კოდი (ელექტრონული მატარებლით გაცემის შემთხვევაში), რომლის მეშვეობითაც სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ხელმისაწვდომია ინფორმაცია სტატუსის შესახებ, კერძოდ: „თავშესაფრის მაძიებელი“ – თუ პირი თავშესაფრის მაძიებელია; „მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელი“ – თუ პირს აღნიშნული სტატუსის დადგენისათვის აქვს შეტანილი განცხადება; „გასაძევებელი პირი“ – თუ პირი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ექვემდებარება გაძევებას; მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვის შესაბამისად, „მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვი“ – თუ პირი აღიარებულია მიუსაფარ ბავშვად „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან თუ ბავშვი აღიარებულია ოჯახში ძალადობის მსხვერპლად „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 5. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) არ არის წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია ან/და სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა ვერ მოიპოვა ასეთი დოკუმენტები/ინფორმაცია.“. 6. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაუქმების შესახებ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.“. |
| მუხლი 2 |
1. ამ ბრძანების ამოქმედებამდე წარდგენილ განცხადებებზე საქმისწარმოება დასრულდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესით.
2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული დოკუმენტი მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები