დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემის საერთაშორისო და ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების ნუსხის აღიარებისა და ეტაპობრივი დანერგვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 288 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470120010.10.003.025837 |
|
| მუხლი 1 |
„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტისა და 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. განისაზღვროს ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემის საერთაშორისო და ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების ნუსხა (შემდგომში − ნუსხა) დანართის შესაბამისად. 2. ნუსხაში გათვალისწინებულ საერთაშორისო და ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებსა და სტანდარტებში ცვლილების შეტანისას ან განახლებისას აღიარებულად ჩაითვლება სახელმძღვანელო მითითების/სტანდარტის ბოლო გამოცემა. 3. 2028 წლის 1 ოქტომბრიდან სისხლის დაწესებულებამ და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკმა თავისი საქმიანობა უნდა განახორციელონ ნუსხით განსაზღვრული საერთაშორისო და ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებისა და სტანდარტებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების შესაბამისად. 4. სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყოს ნუსხით განსაზღვრული „ევროპის კომისიისა და ევროპის საბჭოს მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის ევროპული დირექტორატის მიერ ერთობლივად შემუშავებული სახელმძღვანელო მითითება სისხლის კომპონენტების დამზადების, გამოყენებისა და ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ (European Directorate for the Quality of Medicines and HealthCare of the Council of Europe (EDQM) − Guide to the preparation, use and quality assurance of blood components (Blood Guide))“ სახელმძღვანელოს ხელმისაწვდომობა (ოფიციალურ ვებგვერდზე (www.ncdc.ge) განთავსება) და მისი პერიოდული სრულყოფა.
|
| მუხლი 2 |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების დამტკიცება, ნუსხით აღიარებული საერთაშორისო და ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებასა და სტანდარტებთან შესაბამისობით; ბ) ინსპექტირების განმახორციელებელ პირთა (ინსპექტორთა) მომზადება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემის საერთაშორისო და ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების ნუსხა ევროპის კომისიისა და ევროპის საბჭოს მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის ევროპული დირექტორატის მიერ ერთობლივად შემუშავებული სახელმძღვანელო მითითება სისხლის კომპონენტების დამზადების, გამოყენებისა და ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ (European Directorate for the Quality of Medicines and HealthCare of the Council of Europe (EDQM) − Guide to the preparation, use and quality assurance of blood components (Blood Guide)).
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები