დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 15/02/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/05/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.22.030.009.980 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.22.030.009.980
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №25
2007 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №103 ბრძანებაში (სსმ III, 2006წ., №38, მუხლი 452) და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. განისაზღვროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ლევან ჭოლაძე – მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
გიორგი მანჯგალაძე – მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
ნიკოლოზ გოგიტიძე – საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი;
არჩილ აბრამია – საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
ზურაბ ანთაძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი;
ირაკლი გივიაშვილი – საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი;
ირმა ქევხიშვილი – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი;
ქეთევან კანდელაკი – საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
დავით ნერგაძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
ზვიად ტატიშვილი – საკონსულო დეპარტამენტის საპასპორტო და მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი.“.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ბეჟუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები