დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის ,,ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარებისა და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 07 ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.159.016644 |
|
„მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის ,,ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარებისა და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 07 ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველბის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის ,,ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარებისა და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 07 ოქტომბრის №34 დადგენილების ((ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 08/10/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.159.016474) დანართი 1-ში და
1. დადგენილების დანართი 1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტუდენტის დაფინანსება განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით, წლის განმავლობაში 10 (ათი) თვე (გარდა ივლისის და აგვისტოს თვისა).“ 2. დადგენილების დანართი 1-ის მე -3 მუხლის მე- 2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წესით ვერ ისარგებლებს: ა) „4+1 პროგრამის“ ფარგლებში მოსამზადებელი კურსის მსმენელები; ბ) პირველი სასწავლო კურსის პირველი სემესტრის ის სტუდენტი, რომელსაც პროგრამაში მონაწილეობისათვის ესაჭიროება უმაღლესი სასწავლებლიდან გაცემული ცნობა აკადემიური მოსწრებისა და გავლილი საგნების შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 01 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები