დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა - ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ 2022 წლის 11 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.159.016642 |
|
,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის –
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა - ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ 2022 წლის 11 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველბის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ 2022 წლის 11 აგვისტოს, №16 დადგენილების (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 12/08/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.159.016504) დანართ 1-ში და
1. დადგენილების დანართი 1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეები საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი არიან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების (შემდგომში – „სტრუქტურული ერთეული“) საჯარო მოსამსახურეები (შემდგომში – „უფლებამოსილი პირი“), ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის, ქონების მართვის განყოფილების (შემდგომში –„სტრუქტურული ერთეული“) საჯარო მოსამსახურეები (შემდგომში – „უფლებამოსილი პირი“) და ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის (შემდგომში –„სტრუქტურული ერთეული“) ხელმღვანელი (შემდგომში – „უფლებამოსილი პირი“), ამ სამსახურების დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები