“ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობის, ბავშვის უფლებებისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობის, ბავშვის უფლებებისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016426
13
30/06/2026
ვებგვერდი, 03/07/2026
010250050.35.151.016426
“ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობის, ბავშვის უფლებებისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 13

2026 წლის 30 ივნისი

დაბა სტეფანწმინდა

 

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობის, ბავშვის უფლებებისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე  მუხლის მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №23 დადგენილებაში (ვებგვერდი 06/07/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.151.016251) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილების სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად;“.

3. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართ №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება.“;

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

1. მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელებას, სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების განვითარების, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებლივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის ადგილსამყოფელია დ. სტეფანწმინდა, დავით აღმაშენებლის №36.“;

 

 5.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულია.

 

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის “ღ120“ პუნქტები:

„ღ1) საქართველოს კანონით – „ბავშვის  უფლებათა  კოდექსით“  გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, განხორციელების პროცესის მონიტორინგსა და შეფასებას დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

2) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, მათი განხორციელების კოორდინაციას, განხორციელების პროცესის მონიტორინგსა  და შეფასებას;

3) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განმახორციელებელი სოციალური მუშაკების ქსელის შექმნას და მათი სამოქმედო უბნების განსაზღვრა;

4) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;

5) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებულ მუშაობას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

6) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების განსახორციელებლად შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, რეგისტრაციისა და შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფას;

7) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებას; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნასა  და წარმოებას;

8) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში (ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვის, საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირების წესების დაცვის და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის (ღონისძიების ორგანიზატორის) მიერ ვალდებულებების შესრულების, ბავშვის  ბეჭდურ  მედიასთან, საჯარო  კინოჩვენებაზე და მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმისა და კაფსულის უსასყიდლო და სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსთვის გადაგზავნა;

9) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;

10) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვას და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყონებლივ შეტყობინებას;

11) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას;

12) ბენეფიციარებისთვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას;

13) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისთვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გაწევას;

14) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარებას;

15) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას;

16) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

17) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაციას;

18) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვის კოორდინაციას;

19) შესაბამისი სფეროების განვითარების ხელშეწყობას, შესაბამის ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან თანამშრომლობას, ურთიერთობას და მათი საქმიანობის ხელშეწყობას.

20) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განხილვისა და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანოს  – საბჭოსთვის განსახილველად წარდგენა.“.

7.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ამოღებულია.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია 2026 წლის 01 აგვისტოდან.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბი ზილინაშვილი