ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016425
12
30/06/2026
ვებგვერდი, 03/07/2026
010250050.35.151.016425
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 12

2026 წლის 30 ივნისი

დაბა სტეფანწმინდა

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
დამტკიცდეს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია 2026 წლის 1 აგვისტოდან.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბი ზილინაშვილი



დანართი №1

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება

 

მუხლი 1. ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური

1. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების დაგეგმვას, ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადებას, შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების (ტენდერების) განხორციელებისათვის წინადადებებისა და დოკუმენტაციის მომზადებას, აგრეთვე მიმდინარე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისა და ხარისხის მონიტორინგს საზედამხედველო (მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველის) ორგანიზაციასთან ერთად.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-8 მუხლითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის შესაბამისი უფროსი სპეციალისტი.

3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით. სამსახურის საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

4. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და პროფესიული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

1. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავებას და ამ დარგების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფას;

2. ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, ტროტუარების, სკვერების, გარე განათების ობიექტების, სანიაღვრე არხების, საკანალიზაციო ქსელების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, წყალსაცავების, კეთილმოწყობისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას;

3. ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადებას, შესაბამისი პროგრამებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება-შეფასების კოორდინაციას;

4. ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო ადგილობრივი შესყიდვების (ტენდერების) განხორციელებისათვის ტექნიკური დავალებების, ხარჯთაღრიცხვებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას და შესაბამისი წინადადებების წარდგენას;

5. მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ინფრასტრუქტურული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;

6. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე შესრულებისა და ხარისხის მონიტორინგს, მათ შორის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველის (საზედამხედველო ორგანიზაციის) საქმიანობის კოორდინაციასა და მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნებისა და აქტების შესწავლას;

7. მიმწოდებლის მიერ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლსა და მონიტორინგს, შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობას;

8. მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ელექტროფიცირების, გაზმომარაგების, წყალმომარაგების, წყალარინებისა და კანალიზაციის სამუშაოთა წარმოების მონიტორინგს;

9. საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კოორდინაციას;

10. ინფრასტრუქტურის სფეროს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებას, შესწავლასა და დამუშავებას და მერისათვის დასკვნებისა და რეკომენდაციების სახით მიწოდებას;

11. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.