მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 18/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.159.016637
16
30/06/2026
ვებგვერდი, 02/07/2026
010260020.35.159.016637
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2026 წლის 30 ივნისი

ქ. მარნეული

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 მაისის №13 დადგენილება (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 31/05/2024; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.159.016572).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 18 აგვისტოდან.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე



დანართი 1
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობას, მერიის საქმისწარმოებას, სამართლებრივ, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფას, დასახლებების საერთო კრებების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას, მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობას, ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფას, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას.

2.  სამსახურის მისამართია: საქართველო, ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73.

3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის  ორგანოებისა/ თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.

4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები.

 

თავი II

სამსახურის საქმიანობ

 

მუხლი  2. სამსახურის  ფუნქციები

სამსახურის ფუნქციებია:

ა) მერიაში ერთიანი საქმისწარმოება და ამ მიზნებისთვის საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მართვა, მერიისა და მერიის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის დამუშავება საქმის წარმოების ავტომატიზებული სისტემების მეშვეობით, კორესპონდენციის განსახილველად კანონით დადგენილი ვადების დაცვის კონტროლი, კორესპონდენციის გადაგზავნა, საარქივო მასალების დამუშავება და არქივის წარმოება;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნება;

გ) მიღებული კორესპონდენციის  რეგისტრაცია და მათი განაწილება დანიშნულებისამებრ;

დ) მერის თათბირებისა და შეხვედრების ორგანიზება, აღნიშნულთან დაკავშირებით ოქმის შედგენა;

ე)  სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადება, მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის  სამუშაო გეგმის პროექტის  მომზადება;

ვ)  ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების  დაცვა;

ზ) საქმის წარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმება და დოკუმენტბრუნვა;

თ)  საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და  არქივირება;

ი) გამართული კომუნიკაციის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაცია მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

კ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება „ერთი ფანჯრის “ პრინციპის დაცვით;

ლ)  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

მ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება;

ნ)  მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა  და ორგანიზება;

ო) ოფიციალური დელეგაციების მიღება, საგარეო ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება;

პ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით დასახლებების საერთო კრებების განხორციელებასთან დაკავშირებული  ღონისძიებების განხორციელება;

ჟ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება, მერიის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველსაყოფად კონტროლი, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების მომზადება, მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, მერიის საჯარო მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება, კონტროლი საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში, სამსახურებისთვის სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდური დახმარება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასებების დაანგარიშების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენა, მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინური ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება, მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადება, საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება, კადრების საჭიროებათა შესწავლა და მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების ორგანიზება;

რ) მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი აქტის პროექტის მერიის სამსახურის მიერ მომზადების შემთხვევაში, ასევე, მათ შედგენაში მონაწილეობის მიღება და სამართლებრივი აქტების პროექტების წინასწარი ანალიზი, განსახილველ საკითხებზე შესაბამისი  დასკვნების მომზადება, მერიის ინტერესების დაცვას  სასამართლოში;

ს) მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) ხელშეწყობა ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილებების განხორციელებისას და სამსახურში არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების გამოყენებით – სათანადო ხელშემწყობის პირობების შექმნა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საქმიანობისთვის;

ტ) მერიის კავშირ-ურთიერთობების ორგანიზება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან  და  მოქალაქეებთან;

უ) საზოგადოების ჩართულობა და მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, ამ მიზნებისთვის მერის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის დასახლებებში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით, დასახლებების საერთო კრებების ორგანიზება;

ფ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების წარმოჩენა, მათი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით მიწოდება;

ქ) მერის საქმიანობის ანგარიშების, პრესრელიზების მომზადება და გამოქვეყნება, მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება, მედია საშუალებებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობების წარმართვა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება;

ღ) შესყიდვების გეგმის მომზადებას, შესყიდვების განხორციელებას, მათ შორის, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას და შესყიდვების პროცედურების განხორციელებისას კანონით გათვალისწინებული პრინციპების დაცვას;

ყ) შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლას, ანალიზის, პროგნოზის, ექსპერტული და ინფორმაციული სამუშაოების განხორციელების მიზნით სათანადო წინადადებების მომზადებას;

შ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

თავი III

სამსახურის სტრუქტურა

 

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

სამსახურის სტრუქტურაში სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შედის:

ა) საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება;

ბ) იურიდიული განყოფილება;

გ) შესყიდვების განყოფილება;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებისა და წარმომადგენლების ასისტენტების განყოფილება;

ე) ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის  განყოფილება.

ვ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.

 

მუხლი 4. საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება

საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს მერიაში ერთიან საქმისწარმოებას საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მეშვეობით, აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს წინადადებებს საქმისწარმოების პროცესში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით;

ბ) უზრუნველყოფს მერიაში შექმნილი და მერიისა და მერიის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის ავტომატიზებული პროგრამის მეშვეობით და შემსრულებლებისთვის გადაცემას, კორესპონდენციის მოძრაობას და კორესპონდენციის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადების დაცვის კონტროლს; კორესპონდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას;

გ) უზრუნველყოფს მერიის მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესების გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; 

დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

ე) უზრუნველყოფს დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;

ვ) უზრუნველყოფს საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;

ზ) უზრუნველყოფს საქმისწარმოებაში ბეჭდების და  ბლანკების სათანადო გამოყენებას;

თ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით, „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას;

ი) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;

კ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;

ლ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;

მ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;

ნ) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 5. იურიდიული განყოფილება

იურიდიული განყოფილება:

ა) მერიის თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულების იურიდიული კონსულტირება;

ბ) მერიის დებულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ განსახილველი და მერიის თანამდებობის პირთა მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას ან მონაწილეობს მათ მომზადებაში, მეთოდურ დახმარებას უწევს მერიის სტრუქტურულ ერთეულებს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;

გ) უზრუნველყოფს მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების სისტემატიზაციას და კოდიფიცირებას;

დ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა იურიდიული შინაარსის დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობა, მათი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; 

ე) ახდენს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების ექსპერტიზას, აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ;

ვ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სამართლებრივი აქტების პროექტებთან და განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით;

ზ) მერიის ან/და თვითმმართველი ერთეულის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

თ) წარმოადგენს და იცავს მერიის ან/და თვითმმართველი ერთეულის ინტერესებს სასამართლოში;

ი) იურიდიული დახმარება და მოქალაქეების/დაინტერესებულ პირების სამართლებრივი კონსულტაციები;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 6. შესყიდვების განყოფილება

შესყიდვების განყოფილების ფუნქციები:

ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და წლიური გეგმის შედგენა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან შეთანხმებით, შესყიდვების გეგმის და მასში ცვლილების პროექტის მომზადება, შესყიდვების გეგმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ  სისტემაში ატვირთვისა და სათანადო ორგანიზაციებისათვის ამ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;

ბ) შესყიდვების გეგმის გათვალისწინებით შესყიდვების განხორციელება, ტენდერის და კონკურსის ორგანიზება, მათ შორის, შესყიდვების პროცედურების ორგანიზების მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების, მასთან დაკავშირებული დოკუმენტების და საქმის მასალების შედგენა;

გ) შესყიდვების ორგანიზების პროცესში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პრინციპებისა და დადგენილი ნორმების გათვალისწინების უზრუნველყოფა, შესყიდვებთან დაკავშირებული  ხელშეკრულებისა და მასში ცვლილებების პროექტის მომზადება, საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტის მომზადება, შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა;

დ) ტენდერების, კონკურსების, ხელშეკრულებების, მიმწოდებელთა რეესტრის და საარქივო მასალების წარმოება;

ე) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის შესრულების წლიური ანგარიშის მომზადება, ამ მიზნით სათანადო ღონისძიებების განსახორციელებლად აუციელებელი ინფორმაციის შეგროვება;

ვ) მერიის სამსახურების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისა და შემყიდველი ორგანიზაციებისათვის მეთოდური დახმარების გაწევა შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ზ) ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნის, განვითარებისა და განახლების უზრუნველყოფის ხელშეწყობას, რისთვისაც მოიპოვებს და ერთიანი  სისტემატიზებული ფორმით აგროვებს ინფორმაციას შესყიდვებში მონაწილე ორგანიზაციების, მათ მიერ საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მოწოდება/შესრულებაზე გაკეთებული  შემოთავაზებების, აგრეთვე მათ მიერ მუნიციპალიტეტის  წინაშე ნაკისრი ვალდებულებების (ასეთის შემთხვევაში) შესრულების შესახებ;

თ) განყოფილებაში შესაბამისი ტექნიკური საშუალებით შემოსული ფიზიკური და იურიდიული პირების წერილების, მოქალაქეთა განცხადებების და საჩივრების განხილვა და შესაბამისი პასუხების პროექტის, გადაწყვეტილებების პროექტების, დასკვნის მომზადების და სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

ი) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივრებზე პოზიციის პროექტის მომზადება, საჩივრების განხილვის სხდომებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერესების დასაცავად;

კ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადება და წარდგენა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;

ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების უზრუნველყოფა.

 

მუხლი 7. ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებისა და წარმომადგენლის ასისტენტების განყოფილება

ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებისა და წარმომადგენლის ასისტენტების განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას და მოქალაქეთა თანამონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და ამ მიზნებისთვის მერის ხელშეწყობას მუნიციპალიტეტის დასახლებებში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით;

ბ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა საქმიანობის ხელშეწყობას სამსახურში არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების გამოყენებით;

გ) ორგანიზებას უწევს მერიის თანამდებობის პირების შეხვედრებს მოსახლეობასთან;

დ) უზრუნველყოფს დასახლებების საერთო კრებების ორგანიზებას საკრებულოს მიერ დამტკიცებული მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულებით დადგენილი წესით, სამსახურისთვის დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებში;

ე) მერის წარმომადგენლებთან  კოორდინაციით უზრუნველყოფს მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან და მერიასთან;

ვ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულებში ტერიტორიის დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდების და ნუმერაციის შესახებ;

ზ) აწარმოებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრებისა და საქონლის ადგილწარმოშობის ფაქტის დადასტურების  მიზნით ინფორმაციის მოკვლევას და შესაბამისი დოკუმენტის (აქტი) შედგენას;

თ) აწარმოებს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე,  „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების 85-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის  შესახებ ინფორმაციის გაცემის მიზნით მოკვლევას და შესაბამისი დოკუმენტის (აქტი) შედგენას;

ი) ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული საკითხების დამუშავება;

კ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე, კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ  ერთეულში  თვითმმართველი  ერთეულის  ქონების  აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

ლ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ  დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის  სივრცით-ტერიტორიული  დაგეგმვის  ნორმებისა  და წესების,  მიწათსარგებლობის  გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;

მ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;

ნ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტტუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის  №587 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისათვის  სტატუსის მინიჭების და შეწყვეტის საკითხის მარნეულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის საბჭოსათვის განსახილველად წარდგენას, სტატუსის აღდგენაზე განცხადების განხილვას და მუნიციპალიტეტის მერისათვის რეკომენდაციით მიმართვას, ფიზიკური პირისთვის სტატუსის აღდგენის/სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის თაობაზე;

ო) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის  №587 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში  მერის წარმომადგენლებსა და წარმომადგენლების ასისტენტებთან კოორდინაციით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირის ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, მაღალმთიან დასახლებაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების მონიტორინგს;

პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 8. ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება

ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მერის სამუშაო თათბირების ორგანიზებას, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მერიის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარებას;

ბ) მერიის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებასა და გამოქვეყნებას;

გ) მერიის საქმიანობის საინფორმაციო/საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამულ უზრუნველყოფას, მერიის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას, თვითმმართველი ერთეულის მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზებას, საგარეო ურთიერთობებისა და ვიზიტების ორგანიზებას;

დ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას;

ე) მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებასა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდებას;

ვ) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობას პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით მერიის საზოგადოებრივი ღონისძიებების დაგეგმვას, განხორციელებასა და კონტროლს;

ზ) მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განსათავსებელი მასალების მომზადებას, ადმინისტრირებასა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას;

თ) პიარის დაგეგმვას და მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობების წარმართვას;

ი) მერიის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების მომზადებას;

კ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე ღონისძიებების პრეზენტაციას;

ლ) მარნეულის მუნიციპალიტეტის საქმიანობის გაშუქებით დაინტერესებული ნებისმიერი ჟურნალისტისათვის ინფორმაციის მიწოდებას;

მ) მერიის თანამდებობის პირებისაგან ინფორმაციის ან კომენტარის მოპოვებაში ჟურნალისტებისათვის ოპერატიული დახმარების გაწევას;

ნ) მერის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მომზადებასა და გამოქვეყნებას;

ო) მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებასთან დაკავშირებული პროექტების მომზადებას;

პ) მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

 

მუხლი 9. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება

ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებას,  ადამიანური რესურსების მართვას და ადმინისტრირებას;

ბ) უზრუნველყოფს მერიაში საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია, დახურული, შიდა და გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;

გ) უზრუნველყოფს პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების პროცესის ორგანიზებას და შეფასების შედეგები ასახვას ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში (HRMS);

დ) უზრუნველყოფს  მერიაში პირადი  შემადგენლობის  საკითხებზე: მოხელის დანიშვნის, უფლებამოსილების შეწყვეტის/გათავისუფლების/გადაყვანის, მივლინების, უფლებამოსილების შეჩერების, დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, წახალისების ფორმის განსაზღვრის, კლასის მინიჭების, დროებით დამატებითი ფუნქციების და დროებით სხვა ფუნქციების დაკისრების შესახებ, მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტების პროექტების მომზადებას და მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში (HRMS) ასახვას;

ე) ამზადებს შრომით ხელშეკრულებებს;

ვ) აწარმოებს საჯარო მოსამსახურეთა პირად საქმეებს და უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში (HRMS) ასახვას;

ზ) ახდენს მოხელეთა სწავლების საჭიროების იდენტიფიცირებას, შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის წლიურ სასწავლო გეგმას;

თ) ამზადებს  მერიის საშტატო ნუსხის პროექტებს;

ი) შეიმუშავებს მოხელეთა სტაჟირების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების შესახებ წინადადებებს, უზრუნველყოფს  კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე, სემინარებზე, ტრენინგებზე და ა.შ. დასასწრებად შესაბამისი კანდიდატების შერჩევას;

კ) ახორციელებს მონიტორინგს მერიის თანამდებობის პირთა მიერ  კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე;

ლ) უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულების უფროსების მიერ წარდგენილი მონაცემების შესაბამისად, მოხელეთა შვებულების გრაფიკის შედგენას;

მ) მეთოდურ დახმარებას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს  პროფესიულ საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობების მომზადებაში;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციას უწევს საჯარო მოსამსახურეებს მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;

ო) უზრუნველყოფს  მოსამსახურეთა  სამსახურებრივი  მოწმობების  გაფორმებას  და  აღრიცხვას;

პ) განიხილავს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟირების მსურველთა განაცხადებს, განსაზღვრავს სტაჟირების გრაფიკს და ვადას. ამზადებს მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს სტაჟიორად მიღების შესახებ;

ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

თავი IV

სამსახურის მართვა

 

მუხლი 10. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურის ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად.

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს.

 

მუხლ11. განყოფილების უფროსი

1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 

2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად.

3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.

 

თავი V

დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 12.  სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა

სამსახურის დებულება მტკიცდება და ცვლილებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.