დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისთვის განსაზღვრული მდინარეების მანაკვეთების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 108 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 30/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310020000.55.067.016234 |
108
30/06/2026
ვებგვერდი, 01/07/2026
310020000.55.067.016234
შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისთვის განსაზღვრული მდინარეების მანაკვეთების დამტკიცების შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
|
შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისთვის განსაზღვრული მდინარეების მონაკვეთების დამტკიცების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისთვის განსაზღვრული მდინარეების მონაკვეთები“. |
| მუხლი 2 |
შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობა ხორციელდება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე. მდინარეებზე ნაოსნობა დასაშვებია წინამდებარე ბრძანების დანართით განსაზღვრულ მონაკვეთებზე. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები