„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 15/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.148.016878
27
29/06/2026
ვებგვერდი, 02/07/2026
010260010.35.148.016878
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

    გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2026 წლის 29 ივნისი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017; 010260010.35.148.016401) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილებისაგან (შემდგომში – განყოფილება).“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 61 მუხლი ამოღებულ იქნეს;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. სამსახურის განყოფილება

1. სამსახურს აქვს შიდა აუდიტის და მონიტორინგის განყოფილება.

2. სამსახურის შიდა აუდიტის და მონიტორინგის განყოფილების ფუნქციებია:

ა) მერიის წინაშე არსებული შესაძლო რისკების დადგენა და შეფასება;

ბ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;

გ) სამსახურის სტრატეგიული და წლიური გეგმებით გათვალისწინებულ შიდა აუდიტორული შემოწმებების განხორციელება, შესაბამისი აუდიტორული ანგარიშის მომზადება და სამსახურის უფროსისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

დ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;

ე) მერიის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ვ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მერთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნა;

ზ) მერიის სამსახურების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან და და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება; ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

თ) შიდა აუდიტორული შემოწმებისას, აუდიტის ობიექტის მიერ გაწეული საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზი და შეფასება; ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების გაცემა;

ი) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, მერიის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება;

კ) განხორციელებული აუდიტორული შემოწმებების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; შესაბამისი რეესტრის წარმოება;

ლ) სპეციფიკიდან გამომდინარე, მერიის ორგანოების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; მერისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

მ) შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელის მიერ რეკომენდაციების საპასუხოდ განხორციელებული ქმედებების ადეკვატურობის, ეფექტიანობისა და დროულობის შეფასება; რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში შედეგების გაანალიზება და დამატებითი რისკების შეფასება;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობა;

ო) მონიტორინგის განხორციელების ვადების, ფორმების და მეთოდების შესახებ სამსახურის უფროსისთვის წინადადებების წარდგენა;

პ) მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, შესაბამისი ანგარიშის მომზადება და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;

ჟ) სამსახურის უფროსის დავალებითა და კოორდინაციით, აუდიტორულ შემოწმებაში, შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების, წლიური და სხვა სახის ანგარიშგების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

რ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 15 აგვისტოს.

საკრებულოს თავმჯდომარემარლენ ნადირაძე