დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.148.016877 |
|
,,გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017; 010260010.35.148.016402) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან (შემდგომში – განყოფილება).“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურში შედის შემდეგი განყოფილებები: ა) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება; ბ) ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით და ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 31 მუხლი ამოღებულ იქნეს; ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მუნიციპალიტეტის სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელებას, მონიტორინგს და შეფასებას; ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას; გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას; დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ე) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ვ) პროექტების მომზადებას სოციალურად დაუცველი პირების, ვეტერანების და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარებების თაობაზე; ზ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას, კოორდინაციას და ადმინისტრირებას; თ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურის უფლება-მოვალეობების განხორციელებას; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით არსებულ სამკურნალო დაწესებულებებთან თანაშრომლობას და საქმიანობის კორდინაციას; კ) სამზრუნველო დაწესებულებების ქსელის განვითარებას და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას; ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრისის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის შესახებ ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას, ოჯახების აღწერას და საერთო საინფორმაციო ბაზის შექმნას; მ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავებას; ნ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას; ო) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის და დასაქმების სფეროში მუნიციპალიტეტის სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას; ბ) ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის და დასაქმების სფეროში მუნიციპალიტეტის სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების განხორციელებას, მონიტორინგს და შეფასებას; გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას; დ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ე) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ვ) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვას; ზ) პროექტების მომზადებას სოციალურად დაუცველი პირების, ვეტერანების და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარებების თაობაზე; თ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვას და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას; კ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას; ლ) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას; მ) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გაწევას; ნ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარებას; ო) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას; პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“; ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 და მე-9 მუხლები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 15 აგვისტოს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები