დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2006 წლის 7 ივნისის №01 ბრძანებით დამტკიცებულ აკრედიტაციის ტექნიკურ რეგლამენტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | სხვა ადმინისტრაციული ორგანო |
| მიღების თარიღი | 12/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 13/02/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.160.070.40.036.009.966 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.40.036.009.966
სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის
ბრძანება №02
2007 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2006 წლის 7 ივნისის №01 ბრძანებით დამტკიცებულ აკრედიტაციის ტექნიკურ რეგლამენტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს კანონის „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ მე-18 და მე-20 მუხლის „ა“ პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 22 დეკემბრის №234 დადგენილებით დამტკიცებულ სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2006 წლის 7 ივნისის №01 ბრძანებით დამტკიცებული აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი – სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ აკრედიტაციის წესები და პროცედურები – საკ 1.1 : 2006-ში (სსმ III, №79, 13.06.2006, მუხ. 1030) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განმცხადებელი ვალდებულია შედეგების მიუხედავად გასწიოს ფინანსური ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია აკრედიტაციასთან, საინსპექციო კონტროლთან.”
2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ზედამხედველობა ხორციელდება ტექნიკური რეგლამენტების, აკრედიტაციის წესების და პროცედურების დარღვევის კონკრეტულ შემთხვევაში წერილობითი მომართვის საფუძველზე. ზედამხედველობა ხორციელდება არგუმენტირებული ინფორმაციის შემთხვევაში.“.
მუხლი 2. სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2006 წლის 7 ივნისის №01 ბრძანებით დამტკიცებული აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი – „ზოგადი მოთხოვნები ლაბორატორიების აკრედიტაციისადმი – საკ 1.2 : 2006-ში (სსმ III, №79, 13.06.2006, მუხ.1030) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV
გარდამავალი დებულებები“
მუხლი 3. სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2006 წლის 7 ივნისის №01 ბრძანებით დამტკიცებული აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი – აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების და ლაბორატორიების საქმიანობის საინსპექციო კონტროლის და ზედამხედველობის ჩატარების წესი – 1.4 : 2006-ში (სსმ III, №79, 13.06.2006, მუხ.1030) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ზედამხედველობა ხორციელდება ტექნიკური რეგლამენტების, აკრედიტაციის წესების და პროცედურების დარღვევის კონკრეტულ შემთხვევაში წერილობითი ინფორმაციის არსებობის ან ადმინისტრაციული ორგანოების წერილობითი მომართვის საფუძველზე. ზედამხედველობა ხორციელდება არგუმენტირებული ინფორმაციის შემთხვევაში.“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. საინსპექციო კონტროლის სამუშაოების ანაზღაურება
1. საინსპექციო კონტროლის ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრის მიერ ორგანიზებული კომისია. გეგმური და არაგეგმური საინსპექციო კონტროლის ჩატარების ღირებულებას იხდის აკრედიტებული იურიდიული და ფიზიკური პირი ხელშეკრულების საფუძველზე. განმცხადებელი ანაზღაურებს საინსპექციო კონტროლის ჩატარებასთან დაკავშირებულ თანხებს სამივლინებო ხარჯების ჩათვლით.
2. საინსპექციო კონტროლის ჩატარების სამუშაოები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
ა) საინსპექციო კონტროლისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს;
ბ) დოკუმენტაციის ანალიზს და ადგილზე შემოწმებას;
გ) აკრედიტებული პირების საქმიანობის შესწავლას;
დ) სფეროს გაფართოების პროცედურის დოკუმენტურ ანალიზს;
ე) აკრედიტაციის ვადის გაგრძელებისას განაცხადის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის ექსპერტიზას.
3. აკრედიტებული პირების ზედამხედველობას აკრედიტაციის ცენტრი ატარებს მხოლოდ საკუთარი ხარჯებით.
მუხლი 4. ბრძანება შევიდეს ძალაში გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
პ. გოგოლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები