დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.148.016874 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017; 010260010.35.148.016395) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან (შემდგომში – განყოფილება).“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) ქონების განყოფილება; ბ) ტრანსპორტისა და გარე რეკლამის რეგულირების განყოფილება; გ) მოსაკრებლების კონტროლის განყოფილება.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით და ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „კ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ 1 ) გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების კონტროლი და შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;“. ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „კ 4“ -„კ 5“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „კ4) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახდელებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; კ5) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;“; ვ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს 71 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 71. მოსაკრებლების კონტროლის განყოფილება 1. სამსახურის მოსაკრებლების კონტროლის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) არასაგადასახადო შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების კოორდინირებას კომპეტენციის ფარგლებში; ბ) სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ მიწათსარგებლობის წესების დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარებას კომპეტენციის ფარგლებში; გ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახდელებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; დ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; ე) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 15 აგვისტოს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები