დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260000.35.148.016871 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/07/2026 - 07/07/2026)
|
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017; 010260000.35.148.016404) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მართვის ოპტიმიზაციისთვის გორის მუნიციპალიტეტი იყოფა ოცდაცხრა ადმინისტრაციულ ერთეულად, თითოეული ადმინისტრაციული ერთეული გორის მუნიციპალიტეტის ნაწილია.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ცენტრალური დასახლება;“.; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კომბინატის დასახლება;“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) წმინდაწყლის დასახლება;“; ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. თ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „წ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ი) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჭ) ბოშურის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქვემო ბოშური, ზემო ბოშური, ბიისი, ბობნევი, ტუსრევი, ყველაანთუბანი, გაგლოაანთუბანი, ლევიტანა, ორმოცი, თხინალა, იფნარა, მღებრიანი, პატარა წერეთი, დიდი წერეთი, ჭანჭახა, ოქიანი, დიდი ჭვარები, პატარა ჭვარები, პიტნარა, ბორცვანა, ტამი, სახორცე);“. კ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველადი სრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან მისი არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“. ლ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. მ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მშენებლობის კონტროლის და ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განხორციელება.“. ნ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ო) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება;“. პ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ჟ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ეკონომიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადება, მათი განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება; ქონების აღრიცხვა და მართვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების განხორციელება, გარე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება, მოსაკრებლების კონტროლი.“; რ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ეკონომიკის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) ქონების განყოფილება; ბ) ტრანსპორტისა და გარე რეკლამის რეგულირების განყოფილება; გ) მოსაკრებლების კონტროლის განყოფილება.“; ს) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. შიდა აუდიტის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულია შიდა აუდიტის და მონიტორინგის განყოფილება.“; ტ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-17 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული განყოფილება.“; უ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 15 აგვისტოს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები