დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 274 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 180, 20/12/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 10.240.030.10.003.000.915 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №274
2007 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხლი 462) და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ს“ ქვეპუნქტი:
,,ს) ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესს.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები