,,შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 110
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 30/06/2026
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016236
110
30/06/2026
ვებგვერდი, 01/07/2026
310020000.55.067.016236
,,შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №110

2026 წლის 30 ივნისი

ქ. ბათუმი

„შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №68 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ.“.

ბ) ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ინსპექტირების წესი.“.

გ) ბრძანებით დამტკიცებული წესის:

გ.ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის (შემდეგში – გემი) ინსპექტირების წესის (შემდეგში – წესი) მოთხოვნები ვრცელდება შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართულ გემებზე.“;

გ.ბ) მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. გემის ინსპექტირების სახეები

1. გემის ინსპექტირების სახეებია:

ა) პირველადი ინსპექტირება;

ბ) პერიოდული ინსპექტირება;

გ) არაგეგმური ინსპექტირება.

მუხლი 4. პირველადი ინსპექტირება

1. გემის პირველადი ინსპექტირება ხორციელდება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში (შემდეგში – რეესტრი) რეგისტრაციამდე.

2. პირველადი ინსპექტირებისას ხორციელდება გემის:

ა) შესაბამისობის დადგენა ფაქტობრივ მდგომარეობასთან;

ბ) კორპუსის შემოწმება წყალგაუმტარობაზე;                      

გ) ყველა მექანიზმის ტექნიკური გამართულობის დადგენა;

დ)  აღჭურვილობის შესაბამისობის დადგენა.

3. პირველადი ინსპექტირების დასკვნა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:

ა) გემის ზოგადი მდგომარეობა აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს; ან

ბ) აღმოჩენილი შეუსაბამობები გამოსწორდა დადგენილ ვადაში.

4. გემის ექსპლუატაცია აკრძალულია, თუ გემის ფაქტობრივი ტექნიკური მდგომარეობა არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და გემის უსაფრთხო ნაოსნობა შეუძლებელია.

მუხლი 5.  პერიოდული ინსპექტირება

1. გემის პერიოდული ინსპექტირება ხორციელდება გემის ტექნიკური მდგომარეობის ნაოსნობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით.

2. პერიოდული ინსპექტირება ხორციელდება გემის რეესტრში რეგისტრაციიდან 12 თვის ვადაში.   

მუხლი 6.  არაგეგმური ინსპექტირება

1. არაგეგმიური ინსპექტირება ხორციელდება:

ა) გემის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში;

ბ) გემის ინციდენტის შემთხვევაში გემის მდგომარეობის დადგენის მიზნით;

გ) სააგენტოსთვის ცნობილი ნებისმიერი სხვა გარემოებების შემთხვევაში, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს გემის ნაოსნობის უსაფრთხოებაზე.

2. არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება გემის მფლობელის ან სააგენტოს მოთხოვნით, თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი წინაპირობა მაინც.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიივანე აბაშიძე