ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №30 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.144.016489
11
26/06/2026
ვებგვერდი, 01/07/2026
010260000.35.144.016489
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №30 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დამატებების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
 
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №11

2026 წლის 26 ივნისი

ქ. ქარელი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №30 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №30 დადგენილებით „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 22/11/2017, 010260000.35.144.016298) დამტკიცებულ დანართ №1-ში:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლს დაემატოს ,,ღ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ღ) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის №587 დადგენილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლს დაემატოს ,,მ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„მ) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის №587 დადგენილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეცირა ინდუაშვილი