დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 მაისის №486 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 489 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.157.016592 |
|
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 მაისის №486 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 მაისის №486 დადგენილებაში და დაემატოს დანართი №2 - „პერსონალური ასისტენტის პროგრამის ვაუჩერის ფორმა“, თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
|
პერსონალური ასისტენტის პროგრამის ვაუჩერის ფორმა
|
1. ვაუჩერის ფორმის წინა მხარე:
2. ვაუჩერის ფორმის უკანა მხარე თავისუფალია ან შესაძლებელია მოსარგებლისთვის საჭირო ინფორმაციის განთავსება.
3. ვაუჩერის მფლობელისთვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის განკუთვნილი ინფორმაცია: ვაუჩერი ითვალისწინებს პერსონალური ასისტენტის მომსახურების დაფინანსებას, მომსახურების მიმღებს, პერსონალურ ასისტენტსა და მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას შორის გაფორმებულ სამმხრივ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული მოცულობით, ან ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად, თვეში არაუმეტეს (------) ლარის ოდენობით. ზედიზედ ვაუჩერის 60 დღის განმავლობაში გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას. ვაუჩერით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ მუნიციპალიტეტში სერვისის მომწოდებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელთანაც გაფორმებული გაქვთ ხელშეკრულება. ინფორმაცია პროგრამაში მონაწილე დაწესებულებების შესახებ იხილეთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე. სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მ.შ. ხარისხის გაუმჯობესების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით მომსახურების, ან თქვენი, როგორც მოსარგებლის უფლებების დარღვევების საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები