დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის N1- 1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/235 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016962 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1- 1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 040030000.22.024.016061, 14/04/2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ჯ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ჰ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ5) სააგენტოს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ მონაცემთა ელექტრონული საინფორმაციო ბანკის შექმნა;“; გ) „ჰ20“ და „ჰ21“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ20) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაცია, შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ტექნიკური რეგულირება და ინსპექტირება; ჰ21) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანიზაციის აღიარება;“. 2. 133 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დასავლეთ საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სამმართველო და აღმოსავლეთ საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სამმართველო: ა) ახორციელებს შიდა სახმელეთო წყლების გემების წიგნში გემებისა და საზღვაო იპოთეკის რეგისტრაციას; ბ) ახორციელებს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემებისთვის რეგისტრაციის მოწმობის გაცემას, რეგისტრაციის შეჩერებას, მოხსნასა და შეწყვეტას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) უზრუნველყოფს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემებისთვის უსაფრთხოების წესების შემუშავებას; დ) ახორციელებს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემების ინსპექტირებას; ე) ახორციელებს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანიზაციის მონიტორინგს; ვ) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. 3. 135 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 135 . ჰიდროგრაფიული სამსახური 1. ჰიდროგრაფიულ სამსახურში შედის კარტოგრაფიის, ჰიდროგრაფიული კვლევისა და სანავიგაციო ნიშნების სამმართველო და სინოპტიკური სამმართველო. 2. კარტოგრაფიის, ჰიდროგრაფიული კვლევისა და სანავიგაციო ნიშნების სამმართველო უზრუნველყოფს: ა) საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში, ნავსადგურებში, ნავსადგურების მიმდებარე ტერიტორიასა და საქართველოს სანაპირო ზოლში ჰიდროგრაფიული და გეოდეზიური კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებას; ბ) საქართველოს სანაპირო ზოლის კვლევას და მისი შედეგების საზღვაო სანავიგაციო რუკებზე ასახვას; გ) გენერალური რუკების, სამგზავრო-სანავიგაციო და ნავსადგურების რუკების შექმნას, წარმოებასა და პერიოდულ კორექტირებას; დ) ნავიგაციისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების იდენტიფიცირებისა და მათი სანავიგაციო რუკებზე ასახვის მიზნით, რეგულარულ მონიტორინგს; ე) არსებული საზღვაო რუკებისა და პუბლიკაციების კორექტირების მიზნით „ზღვაოსანთა უწყებების” გამოცემასა და შესაბამისი ფორმით გავრცელებას; ვ) სანავიგაციო საშიშროების და ასევე ზღვაზე მეტეოროლოგიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას; ზ) საზღვაო სანავიგაციო გაფრთხილებების გავრცელებას ნავიგაციური ტელექსის საშუალებით, დადგენილი საერთაშორისო სტანდარტებისა და სანავიგაციო გაფრთხილებების მსოფლიო სამსახურის (WWNWS) მიერ განსაზღვრული დროითი შუალედებისა და სიხშირეების გათვალისწინებით; თ) საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში სანავიგაციო ნიშნების (GPS) მონიტორინგის კომპლექსური სისტემის დანერგვასა და ოპერირებას; ი) ნავსადგურებში, მათ მისასვლელ არხებსა და მიმდებარე აკვატორიაში განთავსებულ სანავიგაციო ნიშნებზე ავტომატური იდენტიფიცირების სისტემის (AIS) დანერგვასა და ოპერირებას; კ) მცურავი და სახმელეთო სანავიგაციო მოწყობილობების უწყვეტ და გამართულ მუშაობას, საჭიროების შემთხვევაში ახალი სანავიგაციო ნიშნების განთავსებას და გადაადგილებას საზღვაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად; ლ) მშენებარე ნავსადგურების სახმელეთო და მცურავი სანავიგაციო ნიშნებით აღჭურვას; მ) საზღვაო და სახმელეთო სანავიგაციო ნიშნებზე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას; ნ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას. 3. სინოპტიკური სამმართველო უზრუნველყოფს: ა) ამინდის რეგულარულ მონიტორინგს ტექნიკური და ინფორმაციული საშუალებების გამოყენებით; ბ) ამინდის პროგნოზირებას და საშტორმო გაფრთხილებების გამოცემას ზღვაზე და ნავსადგურებში ადამიანის სიცოცხლისა და ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; გ) მეტეოროლოგიური მონაცემებისა და პროგნოზების აღრიცხვას, ბაზის შექმნას, განახლებასა და მათ დაარქივებას დადგენილი წესით; დ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები