ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, პარკის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის გეოლოგის, აკადემიკოსის ერეკლე გამყრელიძის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, პარკის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის გეოლოგის, აკადემიკოსის ერეკლე გამყრელიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 311
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017072
311
19/06/2026
ვებგვერდი, 30/06/2026
000000000.00.101.017072
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, პარკის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის გეოლოგის, აკადემიკოსის ერეკლე გამყრელიძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 311

2026 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, პარკის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის გეოლოგის, აკადემიკოსის ერეკლე გამყრელიძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. მთაწმინდის რაიონში ოქროყანაში, პარკის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს გეოლოგის, აკადემიკოსის ერეკლე გამყრელიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                              ზურაბ აბაშიძე