საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №277 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის“ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 09/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 12/02/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 07/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.009.962
  • Word
104
09/02/2007
სსმ, 19, 12/02/2007
010.240.070.22.023.009.962
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №277 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის“ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.009.962

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №104

2007 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №277 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის“ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №277 ბრძანებით (სსმ III, 01.09.05წ., №103, მუხ. 1153) დამტკიცებულ ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის დამატებები:

1. მე-7 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვეპუნქტი:

,,ზ. სპეციალურ დავალებათა სამსახური“.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვეპუნქტი:       

,,ზ. სპეციალურ დავალებათა სამსახურის კომპეტენციაა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით:

ზ.ა) გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელთა ძირითადი მოვალეობების ეფექტურ შესრულებაზე პერმანენტული კონტროლი და ასევე მოულოდნელი შემოწმებების ჩატარება;

ზ.ბ) ინსპექციის თანამშრომელთა საქმიანობაში ხარვეზებისა და ნაკლოვანებების არსებობის შემთხვევაში ინსპექციის უფროსს მიმართოს წინადადებით ინსპექციის შესაბამისი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ;

ზ.გ) ინსპექციის თანამშრომელთა საქმიანობაში არსებული ხარვეზებისა და ნაკლოვანებების მომავალში თავიდან აცილების მიზნით შეიმუშაოს და ინსპექციის უფროსს წარუდგინოს შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები;

ზ.დ) სამსახურებრივი უფლებამოსილებების ფარგლებში ინსპექციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი