„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.107.016501
15
24/06/2026
ვებგვერდი, 30/06/2026
010260020.35.107.016501
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2026 წლის 24 ივნისი

ქ. ჩხოროწყუ

 

 

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/11/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.107.016274)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. მერიის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახური;

გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ტრანსპორტის რეგულირების სამსახური;

დ) ზედამხედველობის სამსახური;

ე) კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური;

ვ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

ზ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

თ) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.

საკრებულოს თავმჯდომარეჯანო პერტაია