დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.114.016559 |
|
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობათა კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
.
|
შეტანილ იქნეს ცვლილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №23 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 29/12/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.114.016552) დამტკიცებულ წესში და წესის:
ა) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. სოციალური პრობლემების გადაწყვეტისა და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს ხელშეწყობის მიზნით პროგრამების თანადაფინანსება 1.მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანადაფინანსებას ექვემდებარება სოციალური პრობლემების გადაწყვეტის ან/და მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი, შშმ პირები, ზრუნვის სისტემიდან გასული პირები და ა. შ.) მხარდაჭერის მიზნით წარმოდგენილი პროექტები/პროგრამები. 2. დაფინანსების წესი და პირობები: ა) დაფინანსება გაიცემა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, თანხა ჩაირიცხება იურიდიული პირის საბანკო რეკვიზიტებზე მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე; ბ) პროექტის თანადაფინანსებისთვის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: ბ.ა.) წერილობითი მოთხოვნა თანადაფინანსებაზე; ბ.ბ) თანადაფინანსების მომთხოვნის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია; ბ.გ) დასაფინანსებელი პროგრამა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა; ბ.დ) პროგრამის მონაწილე პირთა რაოდენობა და ბენეფიციართა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში); გ) თითოეული პროექტი ფინანსდება მხოლოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის ფარგლებში; დ) დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების ან წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე; ე) დაფინანსების მიმღები ვალდებულია უზრუნველყოს თანხის მიზნობრივი გამოყენება. ვ) ქვეპროგრამის ფარგლებში სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირების დაფინანსება დაუშვებელია; ზ) დაუშვებელია თანხის გამოყენება მიზნობრიობის დარღვევით; თ) დაუშვებელია ისეთი პროგრამის/პროექტის დაფინანსება, რომლის დაფინანსებასაც სრულად უზრუნველყოფს სახელმწიფო პროგრამები. 3. მონიტორინგი და კონტროლი ა) ქვეპროგრამის განხორციელებაზე მონიტორინგს ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური; ბ) დაფინანსების მიმღები ვალდებულია წარმოადგინოს შუალედური და საბოლოო ანგარიშები; გ) დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსების შეჩერება ან დაბრუნების მოთხოვნა.“. |
მუხლი 2.
.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები