დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 99 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 08/02/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.070.22.033.009.957 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.009.957
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №99
2007 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №172, მუხლი 2330) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ინსტრუქციის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“, ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები:
,,ვ) დანიშნულების საბაჟო – საბაჟო ორგანო, სადაც უნდა დამთავრდეს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება და/ან გადაადგილებაზე კონტროლი;
ზ) დანიშნულების ადგილი – არასაბაჟო ორგანო (დროებითი შენახვის საწყობი, საბაჟო საწყობი, რკინიგზის სადგური, პორტი, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილი), სადაც უნდა დამთავრდეს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება;
თ) გადამისამართება – საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ადგილის ან/და დანიშნულების საბაჟოს ან/და იმპორტიორის (საქონლის მიმღების) შეცვლა.“
2. მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) 20-დღიანი ვადის კონტროლი და აღრიცხვა.“.
3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი:
,,კ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის შესაბამისად იმპორტის გადასახდელებისაგან (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გათავისუფლებული დაბრუნებული საქონლის ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ უკან დაბრუნებული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა.“.
4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 – მე-8 პუნქტები:
,,6. ფიზიკური პირის მიერ მსუბუქი ავტომანქანით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილების შემთხვევაში გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ მოწმობა გამოიწერება ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე და აღრიცხვის მოწმობის მე-19 გრაფაში მიეთითება ,,ფიზიკური პირის დეკლარაციის“ კოდი.
7. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) 20-დღიანი ვადით გადაადგილების დროს, თუ პირს თან აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი საქონელი, გამოიწერება მოწმობა ცალ-ცალკე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე და საქონელზე, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოწერილი მოწმობის მე-19 გრაფაში მიეთითება საქონელზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის კოდი ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანების №18 დანართის მე-11 ნაწილით განსაზღვრული ,,საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებისათვის საბაჟო ორგანოში წარსადგენი დოკუმენტების კლასიფიკატორის“ მიხედვით და სტამბური ნომერი.
8. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასაზღვრო საბაჟო ორგანო ერთდროულად ახორციელებს მოწმობის გამოწერას და მისი კონტროლიდან მოხსნას.“.
5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
1. მოწმობის კონტროლიდან მოხსნა ხორციელდება დანიშნულების საბაჟო ორგანოს მიერ, სადაც მთავრდება საქონლის და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ან გადაადგილებაზე კონტროლი ან სადაც მოხდა საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა ან გადამისამართება. იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმობაში დაფიქსირებული დანიშნულების საბაჟო ორგანოს ნაცვლად საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალება საბაჟო საზღვარს კვეთს სხვა საბაჟო ორგანოში ან სხვა საბაჟო ორგანოში ხორციელდება ნებისმიერ საბაჟო რეჟიმში საბაჟო დამუშავების ოპერაცია, მაშინ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადამისამართება ხორციელდება დაინტერესებული პირის მოტივირებული თხოვნით (სიტყვიერი, სატელეფონო, წერილობითი), საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით.
2. მოწმობით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემდეგ მოწმობის დუბლიკატის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწმობის კონტროლიდან მოხსნა დაიშვება, იმ შემთხვევაში, როცა:
ა) დანიშნულების საბაჟო ორგანოში (სასაზღვრო საბაჟო ორგანო) არ არის წარმოდგენილი მოწმობის კომპლექტის შესაბამისი ფურცლის ორიგინალი, ამასთან დანიშნულების საბაჟო ორგანოში (სასაზღვრო საბაჟო ორგანო) წარმოდგენილია მოწმობის მე-20 გრაფაში ,,პასუხისმგებელი“ მითითებული პირის (ან მისი წარმომადგენლის) მიერ წარდგენილი მოწმობის დუბლიკატი. მოწმობა კონტროლიდან იხსნება შესაბამისი სამართალწარმოების განხორციელებისა და საბაჟო ვალდებულებების შესრულების შემდეგ;
ბ) დანიშნულების საბაჟო ორგანოში (სასაზღვრო საბაჟო ორგანო) არ არის წარმოდგენილი მოწმობის კომპლექტის შესაბამისი ფურცლის ორიგინალი, ამასთან დანიშნულების საბაჟო ორგანოში (სასაზღვრო საბაჟო ორგანო) წარმოდგენილია მოწმობის დუბლიკატი, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტები (წერილობითი დასტური საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან, საბაჟო ორგანოს უფროსის მიერ დამოწმებული ჩანაწერი საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსავლის/ტერიტორიიდან გასვლის აღრიცხვის ჟურნალში, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარულ სასაზღვრო საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფროსის მიერ დამოწმებული ჩანაწერი სანიტარიული აღრიცხვის ჟურნალში ან/და საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოდან მიღებული ინფორმაცია ან/და საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაცია). აღნიშნულის შესახებ საბაჟო ორგანო ადგენს აქტს.“.
6. მე-7 მუხლის ,,ზ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ.გ) მესამე ფურცელი (ვარდისფერი) რჩება დეკლარანტს ან გადამზიდველს, თუ საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;“.
7. მე-7 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტომანქანებით საქართველოში საქონლის შემოტანის შემთხვევაში მოწმობა კონტროლიდან იხსნება დანიშნულების საბაჟო ორგანოში, ხოლო სატრანსპორტო საშუალებამ საქართველოს საბაჟო ტერიტორია უნდა დატოვოს შემოსვლის დროს აღრიცხვის მოწმობის გამოწერის თარიღიდან არა უგვიანეს 20 დღის ვადაში. თუ ასეთი სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაიტვირთება გასატანი საქონლით, ახალი აღრიცხვის მოწმობის გამომწერი საბაჟო ორგანო მოითხოვს შემოსვლის დროს გამოწერილი მოწმობის ვარდისფერ ფურცელს, რომლის უკანა გვერდზე აკეთებს აღნიშვნას ახალი მოწმობის გამოწერის შესახებ (ახალი მოწმობის ნომრის მითითებით), რაც დამოწმდება უფლებამოსილი მოხელის ხელმოწერით, თარიღითა და პირადნომრიანი ბეჭდის დასმით. ავტოსატრანსპორტო საშუალების (ცარიელის ან დატვირთულის) მფლობელი გამსვლელ (დანიშნულების) საბაჟო ორგანოს უტოვებს საქართველოში შემოტანისას გამოწერილი მოწმობის ვარდისფერ ფურცელს, რომლის უკანა გვერდზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი აკეთებს აღნიშვნას სატრანსპორტო საშუალების გასვლის შესახებ ხელმოწერით, თარიღითა და პირადნომრიანი ბეჭდის დასმით.“.
8. მე-11 მუხლის ,,გ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ.დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) 20-დღიანი ვადით შემოტანისას გრაფაში ჩაიწერება ამ სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პირის რეკვიზიტები;“.
9. მე-11 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) გრაფა 3 – გრაფაში აღინიშნება: საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოში გადაადგილებისას თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად – ციფრი ,,40“, ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის – ,,10“, ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისათვის – ,,80“ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რეექსპორტისათვის – ,,11“, დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმისათვის – ციფრი ,,31“. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი სატრანსპორტო საშუალებით ერთდროულად გადაადგილდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად და ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი, გრაფაში აღინიშნება – ციფრი ,,48“, ხოლო, როდესაც ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება ტრანზიტის რეჟიმში მოქცეული საქონელი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე ემატება ექსპორტის რეჟიმში მოქცეული საქონელი, ახალი მოწმობის გრაფაში აღინიშნება – ციფრი ,,81“. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) 20-დღიანი ვადით შემოტანისას – ციფრი ,,20“, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ უკან დაბრუნების შემთხვევაში – ციფრი ,,15“, საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის საფუძველზე საბაჟო გადასახდელებისაგან (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გათავისუფლებული დაბრუნებული საქონლის შემთხვევაში – ციფრი ,,27“.“.
10. მე-11 მუხლის ,,თ.ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ.ა.ბ) თუ საქონლის მიმღები ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი და პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი);“.
11. მე-11 მუხლის ,,თ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ.გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) 20-დღიანი ვადით შემოტანისას გრაფაში ჩაიწერება ამ სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პირის რეკვიზიტები;“.
12. მე-11 მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნ) გრაფა 9 – ,,სატრანსპორტო საშუალება ქვეყანაში“ – გრაფაში აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც ხდება ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე (პირველ რიგში სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო კოდი ოთხნიშნა ქვესუბპოზიციის დონეზე – საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ეროვნული ნომენკლატურის შესაბამისად; საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი). სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში გრაფაში იწერება ,,იხ. დანართი“ და მოწმობის ორივე ეგზემპლიარს დაერთვის სარკინიგზო ვაგონის, კონტეინერის და საბაჟო ორგანოს მიერ დადებული ლუქის ნომრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
13. მე-11 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჟ) გრაფა 12 – ,,ტრანსპორტის სახეობა“ – ჩაიწერება მე-9 გრაფაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების კოდი ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანების №18 დანართის მე-10 ნაწილით განსაზღვრული ,,ტრანსპორტის სახეობების კლასიფიკატორის“ მიხედვით.
14. მე-11 მუხლიდან ამოღებული იქნეს ,,რ.ე“ და ,,რ.ვ“ ქვეპუნქტები.
15. მე-11 მუხლის ,,ტ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ტ.დ) ,,8701“ – ტრაქტორების (8709 სასაქონლო პოზიციის ტრაქტორების გარდა) შემოტანის შემთხვევაში;“.
16. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ტ.ე“, ,,ტ.ვ“ და ,,ტ.ზ“ ქვეპუნქტები:
,,ტ.ე) ,,8702“ – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების (განკუთვნილი 10 ან მეტი კაცის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით) შემოტანის შემთხვევაში;
,,ტ.ვ) ,,8704“ – ტვირთების გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების შემოტანის შემთხვევაში;
,,ტ.ზ) ,,8705“ – სპეციალური დანიშნულების ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების, მგზავრების ან ტვირთის გადასაზიდად გამოსაყენებლების გარდა (მაგალითად, სატვირთო ავტომობილები ავარიული, ავტოამწეები, სახანძრო სატრანსპორტო საშუალებები, ავტობეტონსარევები, გზების დასუფთავების ავტომობილები, სარწყავ-სარეცხი ავტომობილები, ავტოსახელოსნოები და ავტომობილები რენტგენული დანადგარებით) შემოტანის შემთხვევაში;“.
17. მე-11 მუხლის ,,ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ქ) გრაფა 18 – ,,გადაიტვირთა მოწმობა №“ – გრაფა ივსება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გამოიწერება ახალი აღრიცხვის მოწმობა. გრაფაში აღინიშნება წინმსწრები მოწმობის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“.
18. მე-11 მუხლის ,,ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ღ) გრაფა 19 – ,,სატრანსპორტო დოკუმენტები“ – გრაფაში აღინიშნება წარდგენილი დოკუმენტების კოდები ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანების №18 დანართის მე-11 ნაწილით განსაზღვრული ,,საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებისათვის საბაჟო ორგანოში წარსადგენი დოკუმენტების კლასიფიკატორის“ მიხედვით და დოკუმენტების ნომრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.
19. მე-11 მუხლის ,,შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,შ) გრაფა 21 – ,,დანიშნულების ადგილი“ – აღინიშნება იმ ადგილის (არასაბაჟო ორგანოს) დასახელება და მისამართი, სადაც უნდა დამთავრდეს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება, ხოლო ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასაზღვრო საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება;“.
20. მე-11 მუხლის ,,ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ც) გრაფა 23 – ,,დანიშნულების საბაჟო“ – აღინიშნება, დანიშნულების საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება, ხოლო ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასაზღვრო საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება.“.
21. მე-11 მუხლის ,,ძ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ძ.გ) ,,გამოცხადების თარიღის“ გასწვრივ – 23-ე გრაფაში მითითებულ დანიშნულების საბაჟო ორგანოში ან 21-ე გრაფაში მითითებულ დანიშნულების ადგილში (არასაბაჟო ორგანოში) გამოცხადების თარიღი, რომელიც მოწმობის გამომწერი საბაჟო ორგანოს მიერ განისაზღვრება გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დღეში 100 კმ-ზე გათვლით, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, გარდა ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, გამოცხადების თარიღი განისაზღვრება 10 კალენდარული დღით, ხოლო ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის ,,კ“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მოწმობის 25-ე გრაფაში მითითებული შევსების თარიღი.“.
22. მე-12 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) გრაფა D – აღინიშნება კონტროლიდან მოხსნის ნომერი (R . . . ), რომელიც მოწმდება პასუხისმგებელი მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით.“.
23. მე-12 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) გრაფა 18 A – ხელით ჩაიწერება და მოწმდება პასუხისმგებელი მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით (გარდა საბაჟო (დროებითი შენახვის) საწყობში ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენის შემთხვევისა):
გ.ა) საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე ახალი აღრიცხვის მოწმობის გამოწერის შემთხვევაში – ახალი მოწმობის ნომერი და თარიღი;
გ.ბ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევისას – საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის (სტატისტიკური) ნომერი და თარიღი;
გ.გ) სხვა დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი და თარიღი, რომლითაც გრძელდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა.
გ.დ) საბაჟო სამართალდარღვევის არსებობისას ამავე გრაფაში ჩაიწერება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ნომერი და თარიღი.“.
24. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13
საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანოში) წარდგენის დადასტურება ხდება საბაჟო საწყობის მიერ მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით, სადაც მიეთითება გამოცხადების თარიღი და დრო, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით, სადაც მიეთითება სარკინიგზო ზედნადების ნომერი და მიეთითება გამოცხადების თარიღი და დრო. სარკინიგზო ზედნადები საბაჟო ორგანოს წარედგინება მოწმობასთან ერთად. ამასთან, დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს. სხვა დანარჩენ შემთხვევაში საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება ხდება 23-ე გრაფაში მითითებული დანიშნულების საბაჟო ორგანოს დამღით. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გამოცხადების თარიღს და დროს. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს დამღის ნომერი, წარწერა, თარიღი და დრო.“.
25. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16
მოწმობის 21-ე გრაფაში მითითებულ დანიშნულების ადგილში ან მოწმობის 23-ე გრაფაში მითითებულ დანიშნულების საბაჟოში, მოწმობის გამომწერი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ გამოცხადების თარიღში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია, არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, რეაგირებისათვის გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები