დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 88 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017744 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2016, 140130000.22.034.016557) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის (დანართი №2):
1. მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. პირის მოთავსებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება, ასევე, დაქტილოსკოპიური მონაცემების აღება იმ იზოლატორებში, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი მოწყობილობით. მოთავსებული პირის ფოტოსურათი იტვირთება ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, ხოლო დაქტილოსკოპიური მონაცემი მიეწოდება სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს. მოთავსებული პირის ფოტოსურათი წარმოადგენს პირადი საქმის შემადგენელ ნაწილს.“. 2. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 − 14 პუნქტები: „11. მოთავსებული პირი, აგრეთვე პირი, რომელიც მოთავსებული იყო იზოლატორში, უფლებამოსილია იზოლატორისთვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე იზოლატორის ადმინისტრაციულ შენობაში გაეცნოს საკუთარ პირად საქმეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 12. მოთავსებული პირი, აგრეთვე პირი, რომელიც მოთავსებული იყო იზოლატორში, იზოლატორისთვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უფლებამოსილია იზოლატორის ადმინისტრაციულ შენობაში გაეცნოს ან მიიღოს საკუთარ პირად საქმეში არსებული შემდეგი სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები: ა) იზოლატორში მოთავსებული პირის სამედიცინო ბარათი; ბ) იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმა; გ) დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ პირთა ტრავმების/თვითდაზიანების აღწერის ჟურნალის ჩანაწერი; დ) იზოლატორში მოთავსებული პირის იზოლატორიდან გაყვანისას ჩატარებული სამედიცინო შემოწმების ფორმა. 13. მოთავსებული პირისათვის, აგრეთვე პირისათვის, რომელიც მოთავსებული იყო იზოლატორში, პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის ან მათი ასლების გადაცემა, გარდა ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო დოკუმენტაციის ასლებისა, დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 14. უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული (მათ შორის, დისციპლინური) საქმის წარმოების მიზნებისათვის, იზოლატორის მიერ წარმოებულ პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის გაცემა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები