„ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.134.016417
4
26/06/2026
ვებგვერდი, 30/06/2026
010250020.35.134.016417
„ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
 

   ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №4

2026 წლის 26 ივნისი

დაბა ქედა

 

„ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №26 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.134,016234. 09/01/2018) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ე.სქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსისე.ს1“, „ე.ს2“,  „ე.ს3“,ე.ს4“,ე.ს5“, და „ე.ს6 ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ს1)  განსაზღვრავს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხების შესახებ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და საბჭოსათვის განსახილველად წარდგენაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულისა და პასუხისმგებელ პირ(ებ)ს;

ე.ს2) განსაზღვრავს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის და ცნობის გაცემის მიზნით წარდგენილი განცხადების (დოკუმენტაციის) მიღებაზე და მუნიციპალიტეტის მართვის სისტემაში (portal.mms.gov.ge) დარეგისტრირებაზე პასუხისმგებელ პირ(ებ)ს;

ე.ს3) განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (MMS) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საქმისწარმოებაზე, პასუხისმგებელ პირ(ებ)ს  (როლებს);

ე.ს4) განსაზღვრავს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირ(ებ)ს;

ე.ს5) იღებს გადაწყვეტილებას ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხზე;

ე.ს6) ამტკიცებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირის სტატუსის მინიჭების განაცხადის ფორმას;“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ1) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის №587 დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის“ მოთხოვნათა შესაბამისად ახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა სტატუსის მონიტორინგს, შესაბამის მასალებს წარუდგენს მერს და საბჭოს;“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: კანონმდებლობის შესაბამისად მერიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ადამიანური რესურსების მართვა; მატრეიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და საქმისწარმოების საკითხების მოწესრიგება; მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა; მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა გაერთიანებებთან მერიის ურთიერთობების ორგანიზება; მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; მერის წარმომადგენელთა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებულ სხვა პირთა მიერ უფლებამოსილების და დავალებების სწრაფი და ეფექტური შესრულების, წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაცია, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის დამუშავება და არსებული პრობლემების დროული გადაწყვეტა; მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირება, საზოგადოებასთან ურთიერთობის და საჯარო ინფორმაციის მიწოდების წესების დაცვის უზრუნველყოფა; მასზე ფუნქციურად მიკუთვნებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.“

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 181 მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. მოხელის თანამდებობის თითოეული დასახელება და იერარქიულ რანგებში განაწილება განისაზღვრება „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის“ განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებით.“

ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-181 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგება თითოეული თანამდებობის სპეციფიკის და ამ თანამდებობისთვის დადგენილი სამუშაოს აღწერილობის გათვალისწინებით, სადაც განისაზღვრება ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაცია, სამუშაო გამოცდილება (სტაჟი), აგრეთვე დამატებითი ცოდნა და უნარ-ჩვევები. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანხმდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და მტკიცდება მერის ბრძანებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 26 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე