დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1830-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300010000.05.001.103226 |
|
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 30.09.2002, მუხ. 125) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. ანგარიშის წარდგენა 1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და ბუღალტერიის ანგარიშების ფინანსურ აუდიტს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 2. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების აუდიტს ატარებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. 3. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო საჯაროდ აქვეყნებს თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 25 ივნისი 2026 წ. N1830-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები