„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1822-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 040170310.05.001.103238
1822-Vმს-XIმპ
25/06/2026
ვებგვერდი, 03/07/2026
040170310.05.001.103238
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა)  „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აზარტული თამაშობები – თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. ეს თამაშობები ტარდება ბანქოს, კამათლის (გარდა ნარდისა), სათამაშო ბორბლის (რულეტის), სათამაშო აპარატის, სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა. აზარტული თამაშობების (გარდა აზარტული ტურნირისა) ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში, აზარტულ კლუბში ან/და ამ მუხლის „გ​1“, „გ2“, „ვ​1“ და „ვ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით;“;

ბ) „ა2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა2) სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება – ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვა, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება;“;

გ) „ა2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა3“ ქვეპუნქტი:

„ა3) სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება – ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვა, სადაც მონაწილეობა არ არის დასაშვები საქართველოს მოქალაქეებისთვის;“;

დ) „გ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი:

„გ2) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება – სამორინეში დაშვებული აზარტული თამაშობების ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვა, სადაც მონაწილეობა არ არის დასაშვები საქართველოს მოქალაქეებისთვის;“;

ე) „ვ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ ქვეპუნქტი:

„ვ2) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება − სათამაშო აპარატების სალონში დაშვებული აზარტული თამაშობების ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვა, სადაც მონაწილეობა არ არის დასაშვები საქართველოს მოქალაქეებისთვის;“;

ვ) „ო.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო.გ) ტოტალიზატორი – თამაშობა, რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრების მიმდინარეობის, თამაშობის, რაიმე მოვლენის/მოვლენების შედეგის პროგნოზზე ფსონების დადებით, ხოლო მოგება დამოკიდებულია ფსონის მოცულობასა და შედეგზე. აკრძალულია ტოტალიზატორის მოწყობა იმ შემთხვევებში, როდესაც შედეგი შესაძლოა წინასწარ იყოს ცნობილი ერთ-ერთი ან ორივე მხარისთვის. ტოტალიზატორი იმართება სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ან შენობა-ნაგებობის ნაწილში ან/და ამ მუხლის „ო.გ1“ და „ო.გ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით;“;

ზ) „ო.გ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო.გ2“ ქვეპუნქტი:

„ო.გ2) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება − ტოტალიზატორში დაშვებული მომგებიანი თამაშობების ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვა, სადაც მონაწილეობა არ არის დასაშვები საქართველოს მოქალაქეებისთვის;“;

თ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) თამაშობის ორგანიზატორი − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელი;“.

2. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება;“;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება;“;

ა.გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება;“;

ბ) მე-4−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა შეიძლება გაიცეს როგორც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე, ისე მის გარეშე. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების თითოეული ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება.

5. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა შეიძლება გაიცეს როგორც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე, ისე მის გარეშე. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების თითოეული ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება.

6. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მფლობელზე. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების თითოეული ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება.“;

გ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტის/შეჩერების ან/და ამ ნებართვის გაუქმების შემთხვევაში მოთამაშის ანგარიშზე განთავსებული თანხის განკარგვის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“;

დ) მე-18 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა, აგრეთვე სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა − 5 წლის ვადით, ხოლო სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა − იმ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აღნიშნული ნებართვა;“;

ე) 22-ე და 23-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების და  სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების შემთხვევაში ინტერნეტმისამართის შეცვლა ან/და ობიექტის ადგილმდებარეობის (მართვის ადგილის) შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანით.

23. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვა (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა), სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში არ გაიცემა.“;

ვ) 25-ე და 26-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. აკრძალულია სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის იმ პირზე გაცემა, რომლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე არის მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულისთვის, მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის, ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს.

26. აკრძალულია სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულისთვის, მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის, ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდეს.“.

3. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მომგებიანი თამაშობების მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზებისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის პირობები“.

4. მე-12 მუხლის:

ა) 1​3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​3. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების, აგრეთვე სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვით აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც ნებართვის მფლობელის მიერ წარდგენილი სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით გათვალისწინებული არ არის.“;

ბ) 13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 პუნქტი:

„14. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარუდგინოს ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტები, გარდა იმავე პუნქტის „ა.დ“ და „ა.მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა. ამასთანავე, თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენილ  სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესში მითითებული უნდა იყოს თამაშობისთვის განკუთვნილი ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი, დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი. აღნიშნულ ვებგვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე მითითებული უნდა იყოს თამაშობის ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, შესაბამისი ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშის დეტალური წესები, ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის და 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ.“.

5. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი (გარდა წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორისა), სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების, აგრეთვე სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის 12 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობის ზოგად წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და დეტალურ აღწერილობაში ან თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში – ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორმა ამ კანონის მე-12 მუხლის 1​2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობებში ცვლილების შეტანის შესახებ შეტყობინება მისი შეტანიდან 2 დღის ვადაში უნდა განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში).“.

6. 161 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 161

1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს მომგებიანი თამაშობების მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზებისა და ნებართვების გაცემის დამატებითი პირობები, რომელთა შესრულება/დაკმაყოფილება ნებართვის მაძიებლისთვის/ნებართვის მფლობელისთვის სავალდებულოა და რომელთა შეუსრულებლობა/დაუკმაყოფილებლობა მიიჩნევა სანებართვო პირობების შეუსრულებლობად/დარღვევად.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს/სამოქმედოდ შემოიღოს მოთხოვნები/სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა.“.

7. მე-19 მუხლის:

ა) 1​3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 პუნქტი:

„14. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარუდგინოს ამ მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტები, გარდა იმავე პუნქტის „ა.დ“ და „ა.მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა. ამასთანავე, თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენილ  სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესში მითითებული უნდა იყოს თამაშობისთვის განკუთვნილი ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი, დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი. აღნიშნულ ვებგვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე მითითებული უნდა იყოს თამაშობის ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, შესაბამისი ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშის დეტალური წესები, ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის და 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამორინეში აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის სამორინის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით), ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, აგრეთვე სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების შემთხვევაში – ამ კანონით დადგენილი სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით.“.

8. მე-20 მუხლის:

ა) 1​1 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარუდგინოს ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტები, გარდა იმავე პუნქტის „ა.დ“ და „ა.მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა. ამასთანავე, თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენილ  სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესში მითითებული უნდა იყოს თამაშობისთვის განკუთვნილი ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი, დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი, საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი. აღნიშნულ ვებგვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე მითითებული უნდა იყოს თამაშობის ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, შესაბამისი ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშის დეტალური წესები, ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის და 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ.“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სათამაშო აპარატების სალონში აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით), ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, აგრეთვე სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების შემთხვევაში – სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით.

3. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს.“.

9. 20მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და  სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელი ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სალაროს მოწყობის/ცვლილების შემთხვევაში სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესში ცვლილების შეტანამდე 2 სამუშაო დღით ადრე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართის/მისამართების შესახებ.

5. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელი მის მიერ გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების ცვლილების შემთხვევაში ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი (არსებითი პროდუქციის/მომსახურების ჩანაცვლების ან/და დამატების შემთხვევაში).“.

10. 242 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 242

1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს აზარტული თამაშობების მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების და ნებართვების გაცემის დამატებითი პირობები, რომელთა შესრულება/დაკმაყოფილება ნებართვის მაძიებლისთვის/ნებართვის მფლობელისთვის სავალდებულოა და რომელთა შეუსრულებლობა/დაუკმაყოფილებლობა მიიჩნევა სანებართვო პირობების შეუსრულებლობად/დარღვევად.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს/სამოქმედოდ შემოიღოს მოთხოვნები/სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული თამაშობების მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა.“.

11. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. აკრძალულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელი პირის მიერ საქართველოს მოქალაქის სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის დაშვება.“.

12. 361 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემით კონტროლდება სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი, აგრეთვე სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი თავისი საქმიანობისთვის საკუთარი რესურსებით შექმნილ სისტემას იყენებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტით შემოღებული/დადგენილი სტანდარტების/მოთხოვნების შესაბამისად, შერჩეულმა პირმა უნდა შეამოწმოს ეს სისტემა და უნდა გასცეს ავტორიზაციის სერტიფიკატი.“.

13. 371 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები:

„ტ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ − 20 000 ლარს;

უ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ, მათ მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 20 000 ლარს.“.

მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების 1 ნებართვით არაუმეტეს 2 ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება დასაშვებია შესაბამისი ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით, ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

25 ივნისი 2026 წ.

N1822-Vმს-XIმპ