„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1812-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 430060000.05.001.103196
1812-Vმს-XIმპ
25/06/2026
ვებგვერდი, 29/06/2026
430060000.05.001.103196
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.10.2018, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.019178) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, წარუდგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი, საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის ფლობის შესაბამის დონეს, ან ჩააბაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენაში, ხოლო ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში იგი ვალდებულია ჩააბაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო ენის გამოცდა.“.

2. მე-9 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს ადგენს სამინისტრო, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვის წესი და პერიოდულობა, აგრეთვე სწავლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

3. 36-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აისახება ინფორმაცია შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების პერსონალური მონაცემები (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები), ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის, მობილობის, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი მოდულების რაოდენობისა და სწავლის დასრულების შესახებ მონაცემები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაცია/მონაცემები ხელმისაწვდომია:

ა) სამინისტროსთვის და მის სისტემაში შემავალი იურიდიული პირებისთვის;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის;

გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის;

ე) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაცია/მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად, შესაბამისი ფუნქციის შესრულებისთვის აუცილებელი მოცულობით.“.

4. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 38. პასუხისმგებლობა პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაციის/მონაცემების სისწორისა და სისრულისთვის

1. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაციის/მონაცემების სისწორისა და სისრულისთვის პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის/მონაცემების აღნიშნულ სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტი.

2. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის 3 სამუშაო დღის ვადაში აღურიცხველობის ან/და აღრიცხვის წესის დარღვევის შემთხვევაში ამ ინფორმაციის აღნიშნულ სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტს ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.“.

მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს:

ა) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ამ საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის წარსადგენი, უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი, საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატების (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ჩამონათვალის განსაზღვრა;

ბ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვის წესისა და პერიოდულობის, აგრეთვე სწავლის წესისა და პირობების განსაზღვრა.

2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომობა.

3. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიაწოდოს უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის სასწავლო პროცესსა და სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის, მობილობის, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი მოდულების რაოდენობისა და სწავლის დასრულების შესახებ მონაცემები.

4. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციასთან ერთად გამოითხოვოს უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის სასწავლო პროცესსა და სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის, მობილობის, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი მოდულების რაოდენობისა და სწავლის დასრულების შესახებ მონაცემები.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

25 ივნისი 2026 წ.

N1812-Vმს-XIმპ