დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13825 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 23/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016805 |
სსიპ – შემოსავლების სამსახურის
უფროსის ბრძანება №13825
2026 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებით დამტკიცებული „შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის“ (დანართი №2):
ა) 2.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
„2.1. |
სტრუქტურული ერთეულები (ამ დანართის 2.2 – 2.12 პუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების/ ქვედანაყოფების გარდა) |
ხუთდღიანი სამუშაო კვირა |
09.30 საათიდან – 18.00 საათამდე |
13.00 საათიდან − 13.30 საათამდე“; |
|
ბ) 2.11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2.12 პუნქტი:
|
„2.12. |
საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს ნარკოდანაშაულის საბაჟო რისკების მართვის განყოფილება |
შვიდდღიანი სამუშაო კვირა |
კალენდარული კვირის ყოველი დღის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) 00.00 საათიდან 24.00 საათის ჩათვლით.
მორიგეობისა და ცვლიანობის განრიგს, ასევე მორიგეობის/ცვლის დასაწყისს და დასასრულს, სტრუქტურული ერთეულის უფროსთან შეთანხმებით, ადგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი. |
იმ თანამშრომელთა შესვენების დრო, რომელთა დღიური ნორმირებული სამუშაო დრო 8 საათს არ აღემატება, განისაზღვრება 1 საათით.
ცვლაში მომუშავეთათვის შესვენება განისაზღვრება რიგ-რიგობით, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ თანამშრომელს 8- საათიანი სამუშაოს შემდგომ, ან მანამდეც (შესვენების განრიგის შესაბამისად), მიეცეს ორი საათი შესვენების დრო სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად. ცვლაში მომუშავე და ადგილზე მყოფ თანამშრომელთა რაოდენობის გათვალისწინებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უფლებამოსილია განსაზღვროს შესვენების განსხვავებული განრიგი.
ცვლაში მომუშავეთა რიცხოვნობის გათვალისწინებით სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია, სრულად გაწეროს ცვლაში მომუშავეთა შესვენების განრიგი (კონკრეტული საათების მითითებით) და გააცნოს თანამშრომლებს, ხოლო ცვლიანობისა და შესვენების განრიგების ასლები ელექტრონული ფოსტის ან საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (eDocument) საშუალებით ან გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ში ასახვით უნდა წარუდგინოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას. |
სამსახურის/ დეპარტამენტის/ სტრუქტურული ერთეულის/ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს უფლება აქვს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს ზეპირად/წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი.
სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მუშაობის გრაფიკი განისაზღვრება საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ან მისი პირველი მოადგილის/მოადგილის მიერ ზეპირი ფორმით, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებით.“. |
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი მიხეილ მარლაკელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები