„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1809-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 140100000.05.001.103191
1809-Vმს-XIმპ
25/06/2026
ვებგვერდი, 29/06/2026
140100000.05.001.103191
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, უკანონო მიგრაციის პრევენცია და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენა.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ამ კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის წერილობითი ბრძანება.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება გრძელდება მისი დაწყების საფუძვლის აღმოფხვრამდე, მაგრამ აღნიშნული ღონისძიების განხორციელების ხანგრძლივობა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.“.

3. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებს, საგამოძიებო დანაყოფებსა და მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულებს;

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

25 ივნისი 2026 წ.

N1809-Vმს-XIმპ