საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1805-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.103185
1805-Vმს-XIმპ
25/06/2026
ვებგვერდი, 29/06/2026
030000000.05.001.103185
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31. ამ კოდექსის 21117 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზღვრის პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული დავის წარმოებისას უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ შერჩეული ადვოკატი წარმომადგენლობას ახორციელებს ადვოკატის ორდერისა და უცხოელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.“.

2. 21114 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღნიშნული პირისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გარდა ამ კოდექსის 21116 და 21117 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

3. 21115 მუხლის:

ა) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 1 თვის ვადაში, გარდა ამ კოდექსის 21116 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება.“;

გ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ კოდექსის 21114 მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ დავას თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო – ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია. თბილისის სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა სააპელაციო საჩივრის განხილვას არ აბრკოლებს.“;

დ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი:

„10. ამ კოდექსის 21114 მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული დავის ფარგლებში საქმის წარმოების შეწყვეტის, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ამ კოდექსის 21118 მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება კერძო საჩივრით.“.

4. 21116 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თბილისის სააპელაციო სასამართლო საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს მისთვის საჩივრის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება.“.

5. 21118 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21118. სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან სასამართლო უწყების მხარეებისთვის ჩაბარების წესი

1. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ან მის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან სასამართლო უწყების გამოტანის შემდეგ სასამართლო აღნიშნულ გადაწყვეტილებას, განჩინებას ან სასამართლო უწყებას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს აბარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან სასამართლო უწყების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, თავშესაფრის მაძიებელზე ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე, რომელმაც სასამართლოს სარჩელით პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პერიოდში მიმართა ან/და რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან სასამართლო უწყების მიღების მომენტისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

4. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მისთვის გადასაცემად. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი დროებითი განთავსების ცენტრში ან დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მას სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს.

5. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პენიტენციური დაწესებულებიდან ან დროებითი განთავსების ცენტრიდან/დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ მის სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას სასამართლოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს არ წარუდგენს, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ან განჩინება ძალაში შედის მისი გამოტანიდან 15 დღის ვადაში.

6. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება განთავსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. ამ ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეგზავნება აგრეთვე უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მისი არსებობის შემთხვევაში). უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ სასამართლოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება/სასამართლო განჩინება ძალაში შედის მისი გამოტანიდან 15 დღის ვადაში.“.

6. 21119 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:

„41. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებულ შუამდგომლობას რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა მის მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს.“.

7. 21120 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა მის მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს.“.

8. 21121 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21121. მოსამართლის ბრძანება უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ ბრძანებას.“.

9. 21124 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ან უცხოელის შუამდგომლობის საფუძველზე, მისი წარდგენიდან 48 საათის ვადაში გამოსცემს უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების შესახებ ბრძანებას. სასამართლო აღნიშნულ შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე.“.

10. 21125 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 4ნაწილები:

„41. რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების საკითხს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა მის მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს.

42. რაიონული (საქალაქო) სასამართლო მისთვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა მის მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს.“.

11. 21126 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა სააპელაციო საჩივრის განხილვას არ აბრკოლებს.“.

12. 21127 და 21128 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21127. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის IX ან X თავის ან 643 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის IX ან X თავის ან 643 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლო სარჩელს განიხილავს ამ კოდექსის 21122 მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.

3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება ამ კოდექსის 21126 მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.

მუხლი 21 128. სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარების წესი

1. ამ თავით გათვალისწინებული, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეს (პირს) მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება. ამ მიზნით სასამართლოს უფლებამოსილი პირებისთვის ხელმისაწვდომია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მონაცემთა ბაზა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან.

3. დროებითი განთავსების ცენტრში ან დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ უცხოელს შესაბამისი შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. უცხოელის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება.

4. უცხოელის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში სასამართლოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდება, აგრეთვე ეგზავნება უცხოელს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მისი არსებობის შემთხვევაში). უცხოელის მიერ სასამართლოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება/სასამართლო განჩინება/ბრძანება ძალაში შედის მისი აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-15 დღეს.

5. უცხოელის მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლო მიღებულ გადაწყვეტილებას საჯაროდ აქვეყნებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.“.

13. 21129 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:

„41. თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებულ შუამდგომლობას რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა მის მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს.“.

14. 21130 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა სააპელაციო საჩივრის განხილვას არ აბრკოლებს.“.

15. 21133 მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის მესაკუთრეს/მფლობელს, სამუშაო ადგილის შემთხვევაში − დამსაქმებელს ან იმ უცხოელს, რომლის მიმართაც ტარდება შემოწმება, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შეაქვს ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის (მხარისთვის) ბრძანების ასლის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები ეგზავნება მეორე მხარეს.“.

16. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII35 თავი:

„თავი VII35. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ დავაზე

მუხლი 21135. სასამართლოსთვის მიმართვა

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს უცხოელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმასთან (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ საჩივრდება) ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება − უცხოელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

2. საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან, აგრეთვე სააგენტოს მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ დავაზე სარჩელი უშუალოდ სასამართლოში შეიტანება.

 

მუხლი 21136. საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან, აგრეთვე სააგენტოს მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი

1. თბილისის საქალაქო სასამართლო ამ კოდექსის 21135 მუხლით გათვალისწინებულ დავას განიხილავს და მიღებულ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში შეტანიდან 2 თვის ვადაში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა სარჩელის განხილვას არ აბრკოლებს.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი მხარისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეიტანება უშუალოდ გადაწყვეტილების გამომტან თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე სააპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 1 თვის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება.

6. ამ მუხლით გათვალისწინებულ დავაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლო/თბილისის სააპელაციო სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეებისთვის გადასაცემად.

7. ამ კოდექსის 21135 მუხლით გათვალისწინებულ დავას თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო – ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია. თბილისის სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა სააპელაციო საჩივრის განხილვას არ აბრკოლებს.

8. თუ ამ კოდექსის 21135 მუხლით გათვალისწინებულ დავაზე მისაღები გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემულ უარყოფით დასკვნას ეფუძნება, თბილისის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, თბილისის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს მის მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას.“.

17. 34-ე მუხლის 11 ნაწილის:

ა) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) საჩივრები/სააპელაციო საჩივრები ამ კოდექსის VII34 და VII35 თავებით გათვალისწინებულ დავებზე;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

25 ივნისი 2026 წ.

N1805-Vმს-XIმპ