დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1810-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.05.001.103187 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ2“ და „ფ3“ ქვეპუნქტები: „ფ2) საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელის საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნას, აგრეთვე იმას, რომ არ მიმდინარეობს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული არ არის უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება; ფ3) უცხოელი − „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი;“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ჰ10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ10) საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის გაცემა;“; ა.ბ) „ჰ10“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ11“ ქვეპუნქტი: „ჰ11) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების გაწევა, აგრეთვე სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“; ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჰ10“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს უცხოელის მიერ სააგენტოსთვის ან სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენილი (ატვირთული), უცხოურ ენაზე შედგენილი განცხადების ან/და ელექტრონული დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნა. ამასთანავე, ასეთი ნათარგმნი განცხადების/დოკუმენტის სააგენტოს მიერ წარმოებაში მისაღებად მისი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმება სავალდებულო არ არის.“. 3. მე-6 მუხლის: ა) „ჰ5“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ6“ ქვეპუნქტი: „ჰ6) საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის გაცემა – 50 ლარი.“; ბ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის 26-ე პუნქტი: „26. საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“. 4. მე-7 მუხლის: ა) „კ3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ4“ ქვეპუნქტი: „კ4) საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის გაცემა – 10 სამუშაო დღე;“; ბ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური 100 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთანავე, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
|
თბილისი, 25 ივნისი 2026 წ. N1810-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები