დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1814-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040000000.05.001.103197 |
|
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 1145-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს სააგენტოს, გარდა ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხოლო თუ ერთ-ერთი მეუღლე ისე დაქორწინდა, რომ მისი მიზანი არ ყოფილა ოჯახის შექმნა, ასეთი სარჩელის აღძვრა მეორე მეუღლესაც შეუძლია.“; ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3443 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ითვლება შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. |
თბილისი, 25 ივნისი 2026 წ. N1814-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები