დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1837-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.05.001.103172 |
|
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დაუსახლებელ პუნქტში ჩერდება ან დგას, შესაძლებლობის ფარგლებში სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ პუნქტში აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ველობილიკზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლზე (გარდა ამ კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მიმართ დაშვებული გამონაკლისისა, როდესაც ამ კატეგორიის ტაქსი ან/და მოტოციკლი (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედი (გარდა სამთვლიანისა) აღნიშნულ ზოლს მოძრაობისთვის ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომისთვის გამოიყენებს), ქვეითთა ბილიკზე, ტროტუარზე (თუ არ არის 7.4 საგზაო ნიშანი შესაბამისი საგზაო მონიშვნით ან/და 7.20.6 საგზაო ნიშანი (ეს ნიშანი შეიძლება იყოს საგზაო მონიშვნის გარეშე)) ან გზისპირზე.“. 2. 41-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2, 5.14 და 5.41 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია აღნიშნულ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე აღნიშნული ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას ან/და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ან/და დაშვებული შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობას.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5−მე-9 პუნქტები: „5. 01:00 საათიდან 06:00 საათამდე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მუნიციპალიტეტის მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის სხვა დროის მონაკვეთია განსაზღვრული) დასაშვებია სავალი ნაწილის კიდესთან სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი საშვის მქონე იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა, რომლითაც ხდება სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის მიწოდება ან მის სასარგებლოდ გადატანა. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია: ა) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში გადასვლისას, გაჩერებისას და დგომისას (ზოლიდან გამოსვლამდე) სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისთვის ჩართული ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია; ბ) გაჩერების შემდეგ დაუყოვნებლივ დადგას საავარიო გაჩერების ნიშანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებიდან არანაკლებ 15 მეტრის მანძილზე; გ) დაიცვას ამ კანონით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები; დ) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისას დაუყოვნებლივ გამოვიდეს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლიდან. 7. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სავალი ნაწილის კიდესთან სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში გაჩერებისა და დგომის საათებისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი. 8. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების დაუცველად მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში გაჩერება და დგომა გამოიწვევს ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლისთვის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას საერთო საფუძველზე. 9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სავალი ნაწილის კიდესთან სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში გაჩერებისა და დგომის დამატებით წესებსა და პირობებს, მათ შორის, შესაბამისი საშვის გაცემისა და გაუქმების წესებსა და პირობებს, განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“. 3. №5 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №5
სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირების ცხრილი
.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 25 ივნისი 2026 წ. N1837-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები