„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1804-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010170000.05.001.103202
1804-Vმს-XIმპ
25/06/2026
ვებგვერდი, 29/06/2026
010170000.05.001.103202
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07.07.2025, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.102791) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს უფლებამოსილი პირი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განუმარტავს 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებასა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებს. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ხელს აწერს ამ ინფორმაციას.“.

2. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურა, უფლება აქვს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე, პირადად ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული შესაბამისი მინდობილობის/რწმუნებულების მქონე ადვოკატის (შემდგომ − შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატი) მეშვეობით, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ან პენიტენციურ დაწესებულებაში.“.

3. 31-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3პუნქტი:

„31. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევაში უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ანკეტირება არ ტარდება.“;

ბ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გაიცემა თავშესაფრის მაძიებლის ცნობა, ხოლო ამ ცნობის საფუძველზე − დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. თავშესაფრის მაძიებლის ცნობის მისაღებად უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი პირადად უნდა გამოცხადდეს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში.

12. უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემის შემდეგ სამინისტრო იბარებს თავშესაფრის მაძიებლის სამგზავრო დოკუმენტს (მისი არსებობის შემთხვევაში). უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს სამგზავრო დოკუმენტი უბრუნდება პირადად სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში შესაბამისი განცხადების წარდგენის შემდეგ, თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის, ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის ან მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის ან გაუქმების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ხოლო მის მიერ სამინისტროს გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში − თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის ან ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის ან მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის ან გაუქმების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.“.

4. 32-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) განმცხადებელმა მის მიერ დასახელებულ წარმოშობის ქვეყანაში მის მიერვე მითითებული გარემოებების წარმოშობის შემდეგ იმოგზაურა საქართველოში და საერთაშორისო დაცვა პირველი შესაძლებლობისთანავე არ მოუთხოვია.“.

5. 33-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ან საქართველოს კონტროლისადმი დაქვემდებარებულ სატრანზიტო ზონაში მოთხოვნის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია უფლებამოსილ პირს ჩააბაროს სამგზავრო დოკუმენტი (მისი არსებობის შემთხვევაში). ეს დოკუმენტი თავშესაფრის პროცედურის დასრულებამდე სამინისტროში ინახება.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის შესახებ;“;

გ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 10და 10პუნქტები:

„101. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის მიმდინარეობისას, აგრეთვე სასამართლო დავის წარმოებისას, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრისას, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისას, სარჩელის საგნის შეცვლისას, მორიგებისას და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ შერჩეული ადვოკატი წარმომადგენლობას ახორციელებს ადვოკატის ორდერისა და უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული საგამონაკლისო წესი მოქმედებს მხოლოდ ამ მუხლით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შემთხვევაში.

102. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების მინიჭების შემთხვევაში სამინისტროს უფლებამოსილი პირი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განუმარტავს 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებასა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებს. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ხელს აწერს ამ ინფორმაციას.“;

დ) მე-12 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის უფასო იურიდიული დახმარების ეფექტიან ხელმისაწვდომობას, მათ შორის, დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ხოლო თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უკვე ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/ადვოკატი − მის დაუბრკოლებელ დაშვებას;“.

6. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებით მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მათ შორის, ანკეტირების ან/და გასაუბრების მასალები, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს ანდა მის კანონიერ წარმომადგენელს ან შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატს გადაეცემა მხოლოდ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის ჩაბარების შემდეგ.“.

7. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია მისთვის ამ მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის − ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებამდე.

9. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა მისთვის ამ მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების დღიდან. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.“.

8. 48-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის საფუძველზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი  უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ შესაბამისი ოქმის ხელმოწერიდან 7 სამუშაო დღის ვადაში იღებს თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს ეს გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება წერილობით, ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, 3 სამუშაო დღის ვადაში, მისი სასამართლოში გასაჩივრების ამავე კანონით დადგენილი წესის მითითებით.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების შემდეგ მას უფლება აქვს, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს წარუდგინოს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის საქმესთან დაკავშირებით არსებობს ახალი გარემოებები, რომლებიც მისთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის შემდეგ გახდა ცნობილი. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა უნდა მიუთითოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობისა და განმეორებით მიმართვის სათანადო მიზეზები. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ამ კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესით.

6. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის საფუძველზე თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.“.

9. 49-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა.ა) „ზ1“ და „ზ2“ ქვეპუნქტები:

„ზ1) ამ კანონის 25-ე მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ან/და სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს არ აცნობებს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას;

2) ამ კანონის 33-ე მუხლის 102 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ან/და სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს არ აცნობებს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას;“;

ა.ბ) „ი1“−„ი3“ ქვეპუნქტები:

„ი1) ნებაყოფლობით ისარგებლებს წარმოშობის ქვეყნის დაცვით;

2) მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას;

3) არ შეასრულებს ამ კანონის 33-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებას − უარს განაცხადებს სამგზავრო დოკუმენტის ჩაბარებაზე;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტით, „ი2“ ქვეპუნქტით ან/და „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობის შემთხვევაში თავშესაფრის პროცედურა შეწყდება აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოებისას.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.“.

10. 55-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ სარჩელზე უარის თქმის, სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობის ან განუხილველად დატოვების, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების ან/და საერთაშორისო დაცვის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ხელახლა მიმართვის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია მისი უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება.“.

11. 58-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, შეტყობინებისა და გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსებასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, თავშესაფრის მაძიებელზე ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე, რომელმაც საერთაშორისო დაცვა პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში მოითხოვა ან/და რომელიც სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის იმავე პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სათანადო შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მისთვის გადასაცემად. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი დროებითი განთავსების ცენტრში ან დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მას აღნიშნული შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში სამინისტროს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება განთავსდება მის შესაბამის ვებგვერდზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეგზავნება აგრეთვე უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ სამინისტროსთვის ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ, რომელმაც საერთაშორისო დაცვა პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში მოითხოვა, სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე პენიტენციური დაწესებულებიდან ან დროებითი განთავსების ცენტრიდან/დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლების შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის, საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის ან მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში.“.

12. 59-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება პირს ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჰბარდება.“.

13. 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში მიიღოს თავშესაფრის მაძიებლის ცნობა, ხოლო ამ ცნობის საფუძველზე – დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. თავშესაფრის მაძიებლის ცნობა და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა არ გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც თავშესაფრის მაძიებელი პენიტენციურ დაწესებულებაში ან სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

25 ივნისი 2026 წ.

N1804-Vმს-XIმპ