დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1821-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090000.05.001.103208 |
|
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) 112-ე მუხლის შენიშვნის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილების მოქმედება ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში: ა) კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე განხორციელებულ კვლევით სამუშაოებზე, მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და ისეთ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლებიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის (შენობა-ნაგებობის) ან მისი ნაწილის გამაგრებას ან გაბარიტის ცვლილებას არაუმეტეს 10 კვადრატული მეტრისა; ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში განხორციელებულ I კლასის შენობა-ნაგებობის სამშენებლო სამუშაოებსა და მშენებლობაზე, თუ ახალი შენობა-ნაგებობის ფართობი ან არსებული შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება; გ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში განხორციელებულ უნებართვო მშენებლობაზე, თუ ახალი შენობა-ნაგებობის ფართობი ან არსებული შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება.“; ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „4. ამ შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მშენებლობაზე (ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით განხორციელებულ მშენებლობაზე ან/და ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების ფარგლებში განხორციელებულ მშენებლობაზე), რომელსაც ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 25 ივნისი 2026 წ. N1821-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები