„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.141.016484
9
25/06/2026
ვებგვერდი, 30/06/2026
010260020.35.141.016484
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2026 წლის 25 ივნისი

ქ. ახალქალაქი

 

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის  №11 დადგენილებში (www.matsne.gov.ge, 29.01.2018წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.141.016237) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების  მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მერის პირველი მოადგილის/მოადგილის  თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

2.დებულების  მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

3. დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის  სამსახური“.

4. მე-11 მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი

„11. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებზე განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად,  დახმარების ერთჯერადი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაობის ჩატარება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერუბენ პალიან