საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1836-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.103164
1836-Vმს-XIმპ
25/06/2026
ვებგვერდი, 26/06/2026
020000000.05.001.103164
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 119-ე მუხლის შენიშვნის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 ნაწილების მოქმედება, აგრეთვე ამ კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის, 121-ე მუხლის მე-4 ნაწილის (გარდა ამ კოდექსის 121-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევისა), 1211 მუხლის მე-3 ნაწილის, 125-ე მუხლის პირველი, 11, 12, 51−მე-6, 62, მე-7−92, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებისა და 1252−1254 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დაუშვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე და აღნიშნული ეტაპის მიმდინარეობისას მასში მონაწილეობს.“.

2. 125-ე მუხლის:

ა) პირველი და 1ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

11. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ისა, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;

ბ) 11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1ნაწილი:

„12. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით −

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“;

გ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი, 11 ან 12 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმ პირის მიერ ჩადენა, რომელიც ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.“;

დ) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი, 11 ან 12 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის პირველი, 1ან 1ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.“;

ე) მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ, სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით მოწყობილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა (გარდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, აგრეთვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობისა ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერებისა) ან სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) გაჩერება ან დგომა ან შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მიერ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლის („BUS LANE“) მონიშვნის უწყვეტი ხაზის გადაკვეთა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;

ვ) შენიშვნის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის პირველი, 11 და 12 ნაწილებით განსაზღვრულ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებად მიიჩნევა აგრეთვე საგზაო მონაკვეთზე დამონტაჟებულ/განთავსებულ ავტომატურ ვიდეოტექნიკურ საშუალებებს შორის მანძილზე მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, რომელსაც ავტომატური ვიდეოტექნიკური საშუალება ავტომატურ რეჟიმში, საგზაო მონაკვეთზე დამონტაჟებულ/განთავსებულ ავტომატურ ვიდეოტექნიკურ საშუალებებს შორის გავლილი მანძილისა და დროის შეფარდებით გამოითვლის.“.

3. 151-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები:

„21. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

22. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.“.

4. 1511 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები:

„21. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

22. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.“;

ბ) შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში აღნიშნულ უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის განგრძობადობის აღკვეთის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით პოლიციას მიმართოს.“.

5. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებ

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−44​​​​​​3, 44​5, 44​7−44​11, 45-ე−46-ე, 462−46​​​4, 48-ე, 49-ე, 50​​​​​​​​1, 51-ე−55​​​​​​​​1, 55​​​​​​​​3, 55​​​​​​​4, 56-ე და 57-ე−572 მუხლებით, 573 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 57მუხლის პირველი ნაწილისა), 575−583, 593−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−662, 664, 67-ე−69-ე, 69​​​​​​​​4, 695, 71-ე, 71​​1, 721−761, 78-ე, 79​​2 და 79​​3 მუხლებით, 794 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 794 მუხლის პირველი−მე-5 ნაწილებისა), 795−მე-80, 822 და 825 მუხლებით, 84-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 84-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა), 85-ე−855, 86-ე, 871, 88-ე−89​​​3, 91​​2, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 100​2, 103​​​​​​​​1, 104-ე და 105​​​​​​​​1 მუხლებით, 115​​​2 მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164 მუხლის მე-2 ნაწილით, 1165 მუხლის მე-2 ნაწილით, 116​​​​​​​​6 მუხლის მე-2 ნაწილით, 116​​​​​​​​7 მუხლის მე-2 ნაწილით, 127​​​​​1 მუხლის მე-5 ნაწილით, 128​​​​​​​1 და 1282 მუხლებით, 1283 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 1283 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა), 1284, 1286, 143-ე, 144-ე, 144​​​​​​​​10, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი−22 ნაწილებით, 153-ე და 153​​​​​1 მუხლებით, 153​​​​​​​​3 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 153​​​​​​​​5 მუხლით, 153​​​​​6 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 15313−154​​​​​​​2, 155​​​​​​​1 და 155​​​​​​​2 მუხლებით, 155​​​​​​​3 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155​6 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 155​​​​​​7−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 158​5 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 159​​​​​​​​4−159​​​​​​​​10, 163-ე, 164-ე, 164​​​​​​​​4, 165​1−165​3, 166-ე და 166​​​​​1 მუხლებით, 166​​​​​2 მუხლის მე-2 ნაწილით, 170​​​​​​​​1 მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 171​​​​​5 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6,  მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 172​​​​​4−172​​​​​6, 173-ე, 173​​​​​4−173​​​​​7, 173​​​​​9 და 17314−17316 მუხლებით, 174​​​​​​1 მუხლის მე-4, მე-6 და მე-8−მე-10 ნაწილებით, 174​​​​​15 მუხლის მე-4 ნაწილით, 175​​1 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177​​​8, 177​​9, 177​​​11 და 177​12 მუხლებით, 177​​13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4​1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 179​​​​​​​1−179​​​​​​​3, 183-ე, 187-ე, 187​​​​​​​​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​​​​​​​​3, 196​6  და 197მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 199​​1 მუხლით, აგრეთვე საქმეებს ამ კოდექსის 208​​​1 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში.“.

6. 222-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 48-ე, 512 და 532 მუხლებით, 573 მუხლის პირველი ნაწილით (მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის, სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში წარუდგენლობის, მომდევნო წლის შესწავლის სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკისა და ბიუჯეტის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის, გასულ წელს შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიშის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ნაწილში), 574, 58​​​3, 59-ე, 64-ე და 64​​​1 მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი ნაწილით, 66​​​3 და 696 მუხლებით, 76-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხოლოდ სახელმწიფო ტყეში ცეცხლის დანთების მოთხოვნათა დარღვევის ნაწილში), 77-ე და 82​​​1 მუხლებით, 822 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით,  82​​​3 მუხლით, 84-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 84​​​1 და 854  მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი–მე-9 და მე-13−21-ე ნაწილებით, 86​​​2, 872–873, 89​​​3, 119​​​2 და 128​​​2 მუხლებით, 1283 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1284−128​6 მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი−22 ნაწილებითა და 1816 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს ან თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის თავის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე დაადოს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

25 ივნისი 2026 წ.

N1836-Vმს-XIმპ