დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23-აგვისტოს №15-დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.115.016464 |
|
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23-აგვისტოს №15 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24/08/2022 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.115.016361) დამტკიცებულ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში და დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1.სამსახური შედგება სამსახურის უფროსის – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, ხელმძღვანელის მოადგილისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულებისაგან – ქვედანაყოფის განყოფილებებისაგან (ტექსტში შემდგომ – განყოფილება) და მოხელეებისაგან. 2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) საქმისწარმოების და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; ბ) ადამიანური რესურსების მართვისა და საორგანიზაციო საკითხების განყოფილება; გ) მერიის წარმომადგენლებთან ურთიერთობის და კოორდინაციის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-8 მუხლით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე, მისი არყოფნის შემთხვევაში – ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-12 მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 2.დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: ,,მუხლი 6. მეორადი სტრუქტურული ერთეული – საქმისწარმოების და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება: 1) სამსახურის საქმისწარმოების და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; ბ) შემოსული კორესპონდეციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას; გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას; ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას; ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას; ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; კ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; ლ) საქმისწარმოებაში ბეჭდების , შტამპების , ბლანკების სათანადო გამოყენებას; მ) ელექტრონულად დოკუმენტების მიღებას, გაგზავნას და შედგენას; გამართულ ელექტრონულ კომუნიკაციას სახელმწიფო ორგანოებთან; ნ) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას; ო) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას; პ)ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას; ჟ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით, ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით, მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას; რ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიურ პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან; ს) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას; ტ) საკრებულოსა და მერიის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას; უ) მერიის სამართლებრივი აქტებისა და მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მოქალაქეთათვის; ფ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“. 2. დებულების მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები